სხვა

13:16 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები კიევშია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები კიევში ჩაფრინდა. თბილისიდან ორსაათნახევრიანი ფრენისა და ბორისპოლის აეროპორტიდან უკრაინის დედაქალაქის ცენტრამდე ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, გუნდი სასტუმროში დაბინავდა.


ნაკრები 12:30 (თბილისის დროით 13:30) ისადილებს, ხუთის ნახევრიდან ხელბურთელები ერთი საათის განმავლობაში მსუბუქად ივარჯიშებენ. გუნდს კიევში შეუერთდება ორი წევრი, რეზო ჭანტურია და სერგო დათუკაშვილი.

ხვალ და ზეგ უკრაინის ეროვნული ნაკრების კონჩა ზასპეს ბაზაზე, ორი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.

29 ოქტომბერს ნაკრები ლიტვაში გაემგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მზადებას უშუალოდ შეხვედრის ადგილზე, ქალაქ პანევიჟისში განაგრძობს.

ლიტვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 30 ოქტომბერს გაიმართება. დასაწყისი 20:45 (თბილისის დროით).



საქართველოს ნაკრები


22 შოთა თევზაძე

სტიინტა ბაკაუ (რუმ)

გუნდის კაპიტანი, მეკარე

1981


16 გიგა ტორონჯაძე

სტუ

მეკარე

1989


5 გიორგი გვაზავა

სტუ

ხაზის მოთამაშე, შუამარბი

1978


28 ლევან ბერძენიშვილი

სტუ

ხაზის მოთამაშე, შუამარბი

1986


24 რატი მსხვილიძე

სტუ

შუამარბი, ხაზის მოთამაშე

1988


77 აკაკი ტალახაძე

უგუნდო

გამთამაშებელი

1983


7 უჩა გამზარდია

ბათუმი

გამთამაშებელი

1990


9 სერგო დათუკაშვილი

ას სადი (ლიბ)

შუამარბი, გამთამაშებელი

1978


14 ირაკლი ჩიქოვანი

ტიმიშოარა (რუმ)

შუამარბი

1989


10 ვლადიმერ რუსია

სტიინტა ბაკაუ (რუმ)

შუამარბი

1984



23 რეზო ჭანტურია

სტრუმიცა (მკდ)

გარემარბი

1982



15 ოთარ ამირანაშვილი

სტუ

გარემარბი

1987



31 ილია გოგალაძე

სტუ

გარემარბი

1986



8 ზურაბ აბრამიშვილი

სტუ

გარემარბი

1994



მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)

მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე

ექიმი ირაკლი ლინიკი

ოფიციალური პირები: ელიზბარ არსენაშვილი, ვახტანგ მეიფარიანი



მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი

I ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო, ფინეთი - თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო


II ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

III ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

IV ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

V ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი


ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ ევროპის ზონის პლეიოფში, სადაც 5 გუნდს დაემატება კიდევ 13 ევროპული ნაკრები. 18 გუნდი დაწყვილდება და მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილეს გამოავლენს.  ორმატჩიანი პლეიოფი, შინ და სტუმრად სისტემით, 2014 წლის ივნისში გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ - ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

 

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.073531