ჭადრაკი

0:12 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქმიანი ვიზიტით ბათუმში

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და “ფიდე”-ს აღმასრულებელი დირექტორი ნაიჯელ ფრიმანი ბათუმში – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს შეხვდნენ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო 2018 წლის მსოფლიო ოლიმპიადას ჭადრაკში, რომლის ჩატარების სავარაუდო ადგილი ბათუმია. მიმდინარე წლის აგვისტოში, ქალაქ ტრომსოში 181 ქვეყნის დელეგატი კენჭს უყრის 2018 წელს ოლიმპიადის ჩატარების ადგილს.

ბატონი ფრიმანი საქართველოში ჩამოდის სავარაუდო ოლიმპიური ქალაქის ინსპექტირების ჩასატარებლად. ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი 2 დღის განმავლობაში ქალაქის ღირშესანიშნაობებს, სასტუმროებს, ოლიმპიადის გასამართ და კონგრესის ჩასატარებელ დარბაზებს მოინახულებს.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოლიმპიადის ჩატარების უფლების მოპოვება, რომელშიც 181 ქვეყანა და 3000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

„ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ 2018 წელს მსოფლიო ოლიმპიადის ჩასატარებლად ბათუმსა და სამხრეთ აფრიკის ქალაქ ქეიფთაუნს შორის უნდა გამართოს კენჭისყრა. ამჟამად სტუმრად ვიმყოფები ქალაქ ბათუმში, მომავალ კვირას ვგეგმავ ქეიფთაუნის მონახულებას“ – განაცხადა ნაიჯელ ფრიმანმა.

 “ჩვენ 2018 წლის ოლიმპიადის მასპინძლად ქ. ბათუმი წარვადგინეთ. წელს ნორვეგიაში ჩატარდება ჭადრაკის ფედერაციის კონგრესი, სადაც გადაწყდება მასპინძელი ქვეყნის და ქალაქის საკითხი. ბათუმში სტუმრად ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის (ფიდე) აღმასრულებელი დირექტორი ნაიჯელ ფრიმანი იმყოფება, რომელმაც დადებითად შეაფასა ბათუმის ინფრასტრუქტურა. შევხვდით ბატონ არჩილ ხაბაძეს, ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე“ - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16155