რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი და საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია იწყებს 2014 წლის სარბოლო სეზონს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი წრიულ რბოლაში შვიდ ეტაპად არის დაყოფილი, ხოლო ნოემბრის თვეშისაერთაშორისო შეჯიბრით დასრულდება.
კვირას, 13 აპრილს პროფესიონალი მრბოლელები ერთმანეთს შეეჯიბრებიან შემდეგ კლასებში: ფორმულა ალფა, US LEGENDS, GT Unlimited, Touring light, lukoilis ecto-ს თასი და მოტოციკლები.
2014 წლის ჩემპიონატი ქართული ავტოსპორტის ისტორიაში სრულიად ახალი სიტყვა იქნება. სტარტზე დადგება ფორმულას 20 ბოლიდი, რაც შთამბეჭდავი რაოდენობაა არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის.
გახსნის ოფიციალური ცერემონია დაიწყება 13:00 საათზე.
რბოლების განრიგი შემდეგია: ფორმულა ალფა: 14:30 საათი
Touring light lukoilis ecto-ს თასი: 15:10 საათი
US Legends: 15:50 საათი
GT Unlimited: 16:30 საათი
მოტოციკლი: 17:10 საათი
რბოლას დაასრულებს პოპულარული ქართული ჯგუფის „ლაუდსპიკერის“ კონცერტი.
გარდა პროფესიონალური რბოლებისა, რუსთავში ჩამოსული მაყურებელი ნახავს უარმავ გასართობ შოუს, მათ შორის დრიფტი, მოტო სტანტი, პულტიანი ავტომობილების შეჯიბრი და სხვა.
ღონისძიების წამყვანი ნიკა გრიგოლია.
მევლუდ მელაძე, რუსთავის ავტოდრომის დირექტორი, მრბოლელი: ჩვენი მიზანია ყოველი რბოლა ვაქციოთ ისეთ სანახაობად, რომ აქ ჩამოსული მაყურებელი, ექსტრემალი თუ უბრალოდ განსხვავებული სანახაობის მოყვარული დაიმუხტოს პოზიტიური ენერგიით და კვირა დღე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სუფთა ჰაერზე, ხალისიანად გაატაროს. 13 აპრილი სწორედ ასეთი დღე იქნება.







