საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის პარიზული მსოფლიოს ჩემპიონატი ისევე წარუმატებლად გრძელდება, როგორც დაიწყო. დღეს საღამოს მედლები 90 კილოგრამში უნდა გათამაშდეს. პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი გუნდის წევრთათვის კი ყველაფერი დილითვე დასრულდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთო ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი და მსოფლიო პირველობის დებიუტანტი ზვიად გოგოჭური შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.
ლიპარტელიანი პირველსავე მეტოქესთან, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის იაპონელ ფინალისტთან ორი გაფრთხილებით დამარცხდა. გოგოჭურმა კი ორო შეხვედრის ჩატარება მოასწრო. შვედი ჟოაკიმ დვარბის ვაზარ-იუკოთი ძლევის შემდეგ, სამხრეთკორეელ კიუ-ვონ ლისთან უშანსოდ წააგო.
ოთარ მაღლაკელიძე







