სელტიკის ოფიციალური საიტის მტკიცებით დღეს “აიაქსთან” დაპირისპირებაში გუნდს დააკლდება კრის კომონსი, რომელსაც მუხლის ქვედა მყესები აწუხებს. გუნდის მთავრმა მწვრთნელმა ნილ ლენონმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:
,,იმედი მაქვს, კომონსი ტრავმას მალე მოიშუშებს, ამ ეტაპზე გამოკვლევა უნდა გაიაროს და დაველოდებით ექიმთა დიაგნოზს. თუმცა ერთი რამე ცალსახაა, “აიქსთან” მატჩში ვერ დაგვეხმარება. საპასუხო შეხვედრისთვის კი, რომელიც 6 ნოემბერს ჰოლანდიაში გაიმართება, ვიმედოვნებთ მწყობრში იქნება’’.
სელტიკელთა მხრიდან ასევე საეჭვოა მოედანზე ჯო ლედლის და მიქაელ ლუსტიგის გამოსვლა, ხოლო ჰონდურასელი ემილიო იზაგირე თამაშს შეძლებს.
შეგახსენებთ, დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში “სელტიკი” ამსტერდამის ,,აიაქსს’’ მიიღებს.
დიმიტრი შარიქაძე









