სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:46 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სენსაციების დღე პრემიერლიგაში

 

ძალიან უცნაური გამოდგა პრემიერლიგის მე-5 ტური, რომელშიც ბევრი სენსაცია დაფიქსირდა და ძლიერ გუნდებთაგან, მხოლოდ ლონდონის “არსენალმა” იმარჯვა.

დღეს, ინგლისში 4 შეხვედრა გაიმართა, სადინაც სამი, სენსაციური შედეგით დასრულდა. “კინგ ფაუერ სთედიუმზე” “ლესტერი” “მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობდა. შეხვედრა მოლოდინისამებრ დაიწყო და მე-13 წუთზე ფალკაოს გადაცემით, ვან პერსიმ ანგარიში გახსნა. აქედან 3 წუთში, ანხელ დი მარიამ ულამაზესი გოლით თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა, ხოლო 1 წუთში, ულოამ სხვაობა შეამცირა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარი “იუნაიტედისთვის” ძალიან კარგად დაიწყო, რადამელ ფალკაოს ხარიხა, ანდერ ერერას ძალიან ლამაზი გოლი და 1:3 მე-60 წუთისთვის. ვერავინ წარმოიდგენდა ამ დროისთვის იმ შედეგს, რომელიც საბოლოოდ დაფიქსირდა მატჩის ბოლოს. “ლესტერის” წარმატებაში თავისი წვრილი შეხვედრის მსაჯმა, მარკ კლატენბურგმაც შეიტანა, რომელმაც გამოგონილი პენალტი დანიშნა დე ხეას კარის მიმართულებით. თერთმეტმეტიანი ნუჯენტმა გამოიყენა და “ლესტერი” თამაშში დაბრუნდა. მასპინძლებმა ამის შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვეს, ქომაგებიც გააქტიურდნენ და დე ხეას კართან ჩამოცხა. 64-ე წუთზე, ესტებან კამბიასომ მშვენივრად ითამაშა და ესპანელ კიპერს მესამედ გამოაღებინა კარის ბადიდან ბურთი. 79-ე წუთზე, მშვენიერი კონტრშეტევით, ვარდმა მეოთხედ გაიტანა, ხოლო 83-ეზე კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა “მელიების” სასარგებლოდ, რომელიც პირველისგან განსხვავებით, სამართლიანი გახლდათ. ულოამ დუბლი გაიფორმა და “ლესტერმა” ისტორიული ქამბექით დაამარცხა “მანჩესტერი” – 5:3. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვარდის დიდებული თამაში. მან გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ორი პენალტი მოიპოვა.

ფრედ დასრულდა ტურის ცენტრალური შეხვედრა. პირველ ტაიმში “სიტი” უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. მეორე ტაიმში, მდგომარეობა “ჩელსის” სასარგებლოდ შეიცვალა – 66-ე წუთზე, პაბლო ზაბალეტამ მეორე ყვითელი მიიღო და კაცნაკლული დატოვა თავისი გუნდი. ამით, უმალვე ისარგებლა “ჩელსიმ” და 71-ე წუთზე შურლემ ანგარიში გახსნა. ლონდონელებს მეორეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ დიეგო კოშტას დარტყმული ძელს მოხვდა, რისთვისაც სტუმრები დაისაჯნენ. 85-ე წუთზე, “ჩელსი” იმ ფეხბურთელმა დაამწუხრა, რომელიც მთელი კარიერა მისთვის იტანდა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ფრენკ ლამპარდმა აუღებელი დაურტყა კურტუას და მის ამჟამინდელ გუნდს ქულა მოუპოვა – 1:1. პრემიერლიგაში უდანაკარგო აღარავინაა.

სენსაციურად დასრულდა დღის დარჩენილი ორივე შეხვედრა. “ევერტონი” და “ტოტენჰემი” იმ კლუბებმა დაამარცხეს, რომლებსაც აქამდე მოგება არ ჰქონდათ პრემიერლიგაში – “კრისტალ პალასმა” და “ვესტ ბრომვიჩმა” პირველი გამარჯვებები იზეიმეს მიმდინარე სეზონში.

ლესტერი – მანჩესტერი 5:3 (1:2)


ლესტერი, “კინგ ფაუერთ სთედიუმი”

ლესტერი (4-3-3): შმეიხელი, დე ლაეტი, მური, მორგანი, კონჩესკი, კამბიასო (კინგი71), ჰემონდი, დრინკვოთერი, ნუჯენტი (ჯეიმსი 75), ვარდი (შლუპი 85), ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

მანჩესტერი (4-3-1-2): დე ხეა, ევანსი (მოლინგი 30), ბლეკეტი, რაფაელი, როხო, ბლინდი, დი მარია (მატა 76), ერერა, რუნი, ფალკაო (იანუზაი 72), ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 0:1 ვან პერსი (13), 0:2 დი მარია (16), 1:2 ულოა (17), 1:3 ერერა (57), 2:3 ნუჯენტი (62 პენ.), 3:3 კამბიასო (64), 4:3 ვარდი (79), 5:3 ულოა (83 პენ.).
გაძევება: ბლეკეტი (83).
გაფრთხილებები: და ლაეტი – რუნი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 15(5)-16(5), ჯარიმა: 11-9, კუთხური: 2-4, თამაშგარე: 4-4, სეივი: 2-0    

ტოტენჰემი – ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, კირიკეში, ქაბული, დაიერი, როუზი, კაპუე (ლენონი 76), დემბელე (პაულინიო 61), ჩადლი (სოლდადო 61), ერიკსენი, ლამელა, ადებაიორი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1):
ფოსტერი, დოუსონი, ლესკოტი, პოცოგნოლი, უისდომი, მორისონი, გარდნერი, ბრანტი, სესენიონი (ანიჩებე 91), დორანსი, ბერაჰინო.
მწვრთნელი: ალან ირვინი

გოლი: მორისონი (74).
გაფრთხილებები: როუზი, სოლდადო – სესენიონი, ფოსტერი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 7(1)-10(4), ჯარიმა: 12-6, კუთხური: 9-7, თამაშგარე:  0-2, სეივი: 3-1    
 
მანჩესტერ სიტი – ჩელსი 1:1 (0:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, მანგალა, კომპანი, ზაბალეტა, კოლაროვი (ლამპარდი 78), ფერნანდინიო (ნავასი 73), ტურე, სილვა, მილნერი, აგუერო, ჯეკო (სანია 70).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, ფაბრეგასი, მატიჩი, ვილიანი (მიკელი 63), რამირესი, (შურლე 63) აზარი, კოშტა (დროგბა 86).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 შურლე (71), 1:1 ლამპარდი (85).
გაძევება: ზაბალეტა (66).
გაფრთხილებები: ფერნანდინიო, ზაბალეტა, სილვა, ტურე – რამირესი, მატიჩი, კოშტა, ივანოვიჩი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 13(4)-4(2), ჯარიმა: 15-11, კუთხური: 14-2, თამაშგარე:  1-1, სეივი: 1-3    

ევერტონი – კრისტალ პალასი 2:3 (1:1)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, დისტინი (გიბსონი 84), იაგიელკა, სტოუნზი (მირალაში 64), ბეინსი, ბერი, მაკკარტი, ოსმანი, ატსუ (ნეისმიტი 64), ეტო’ო, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

კრისტალ პალასი (4-2-3-1):
სპერონი, დელანი, დანი, იარდი, კელი, იედინაკი, მაკარტური (გუედიურა 84), ბოლასი (ფრიერსი 87), ლედლი, პანჩონი, კემპბელი (დოილი 86).
მწვთნელი: ნილ უორნოკი

გოლები: 1:0 ლუკაკუ (9), 1:1 იედინაკი (30), 1:2 კემპბელი (54), 1:3 ბოლასი (69), 2:3 ბეინსი (83 პენ.).
გაფრთხილებები: ეტო’ო, მირალაში – პანჩონი, სპერონი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 76%-24%, დარტყმა: 17(6)-10(3), ჯარიმა: 8-13, კუთხური: 8-1, თამაშგარე:  2-1, სეივი: 0-4    


ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) – 7, ლეონარდო ულოა (“ლესტერი”) – 5.

 

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09073