ფეხბურთი

1:52 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სენსაციების გარეშე

გუშინ ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალური ეტაპის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა. ლონდონის “ჩელსიმ” “ბოლტონი” მიიღო და ზუმასა და ოსკარის გოლებით 2:1 დაამარცხა.
“მანჩესტერ სიტიმ” უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 7 უპასუხო გაუტანა “შეფილდ უენსდის”, ხოლო ლონდონის “ტოტენჰემმა” გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოუგო “ნოტინგემ ფორესტს”.  

ჩელსი – ბოლტონი 2:1 (1:1)


ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ზუმა, კეჰილი, აზპილიკუეტა, ფელიპე ლუისი, აკე (მატიჩი 90), მიკელი, სალა (აზარი 80), შურლე, ოსკარი, რემი (დროგბა 72).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 ზუმა (25), 1:1 მილსი (31), 2:1 ოსკარი (55).

მანჩესტერ სიტი – შეფილდ უენსდი 7:0 (0:0)


მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1):
კაბალიერო, მანგალა, დემიჩელისი, სანია, კოლაროვი, ტურე (პოზო 64), ფერნანდინიო (ბოიატა 70), მილნერი (სინკლერი 72), ლამპარდი, ნავასი, ჯეკო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 1:0 ლამპარდი (47), 2:0 ჯეკო (53), 3:0 ნავასი (54), 4:0 ტურე (60 პენ.), 5:0 ჯეკო (77), 6:0 პოზო (88), 7:0 ლამპარდი (93).

ტოტენჰემი 3:1 ნოტინგემი

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი, ვერტონგენი, ფასიო, ნოუტონი, დევისი, სტამბული (მეისონი 64), ბენტალები, პაულინიო (კეინი 64), ლენონი, თაუნსენდი, სოლდადო (ლამელა 85).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 გრანტი (62), 1:1 მეისონი (72), 2:1 სოლდადო (83), 3:1 კეინი (91).

ვესტ ბრომვიჩი – ჰალი 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 ბრაუნი (15), 1:1 ინსი (41), 1:2 ბრედი (50), 2:2 მაკული (87), 3:2 ბერაჰიმო (89).

ბარტონი – ბრაიტონი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ინსი (18), 0:2 ლუალუა (37), 0:3 მაკაილ-სმიტი (66).

კრისტალ პალასი – ნიუკასლი 2:3 დ.დ.


გოლები: 1:0 გაილი (25 პენ.), 1:1;1:2 რივიერი (36;49 პენ.), 2:2 კაიკაი (92), 2:3 დუმეტი (112).

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095322