ამერიკის ღია პირველობაზე სერენა უილიამსმა, ფინალში კაროლინა ვოზნიაცკი 6:3, 6:3 დაამარცხა და U.S OPEN-ზე ზედიზედ მესამედ, ხოლო საერთო ჯამში მეექვსედ იმარჯვა. ამ მაჩვენებლით, ამერიკელმა ჩოგბურთელმა შტეფი გრაფსაც გადაუსწრო, რომელსაც ამერიკის ღია პირველობა ხუთჯერ ჰქონდა მოგებული.
სერენა უილიამსს დიდი სლემის ტურნირები 18-ჯერ მოუგია. ამ მაჩვენებლით ამერიკელი კრის ევერტის და მარტინა ნავრატილოვას გაუთანაბრდა. ყველაზე მეტი დიდი სლემის მომგები კი კვლავ შტეფი გრაფი რჩება, რომელსაც 22-ჯერ უმარჯვია და დღემდე სარეკორდო მაჩვენებლი აქვს.
განვლილი ფინალური მატჩის მხოლოდ პირველი სეტი გამოდგა დაძაბული. დანიელმა ჩოგბურთელმა საკუთარი მოწოდება სამჯერ დათმო, ხოლო ამერიკელმა ორჯერ. მეორე სეტში ვოსნიაცკიმ, პირველივე საკუთარი მოწოდება წააგო, უილიამსმა მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოოდ, ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გასული წელს, უილიამსმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო და წელს, ტიტულის დაცვა წარმატებით მოახერხა. ამ გამარჯვებით ამერიკელმა რეკორდული საპრიზო თანხა, 4 მილიონი დოლარი მიიღო: სამი მილიონი ტურნირის მოგებისთვის, ხოლო მილიონი ბონუსის სახით, როგორც U.S OPEN SERIES-ის გამარჯვებული.
გიორგი ბალახაძე









