„კატანია“ და „ვერონა“ ერთმანეთს თითქმის 8-წლიანი შესვენების შემდეგ შეხვდნენ. 2006 წლის დასაწყისში, ეს გუნდები ერთმანეთს სერია B-ში დაუპირისპირდნენ და ის თამაში უგოლოდ დასრულდა. ასე მოხდა ამჯერადაც. მასპინძელი გუნდი უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ სტუმართა კარის ასაღებად ეს საკმარისი არ გამოდგა. თუმცა ლუიჯი დე კანიოს გუნდმა წაგებათა 3-მატჩიანი სერიის შეწყვეტა მაინც მოახერხა.
კატანია-ვერონა 0:0
კატანია “ანჯელო მასიმინო”
კატანია (4-3-3): ფრიზონი, პერუცი (მონსონი 90), ლეგროტალიე, სპოლი, ალვარესი, ისკო, გუარენტე, პლაზილი, ბარიენტოსი (კეკო 84), ლეტო (ბერგესიო 75), კასტრო.
მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.
ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი (მარკესი 78), მაიეტა, აგოსტინი, რომულო, დონატი (ლანერი 84), ჰალფრედსონი, იტურბე, ტონი, ტალებ გომესი (დონადელი 69).
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
გაფრთხილებები: ისკო 54, სპოლი 90+2 - ტონი 72.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 16 (6)-8 (1), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-6, ჯარიმა: 17-19.





