საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2012 წლის საერთაშორისო სეზონის დამაგვირგვინებელი ტურნირი – “პრეზიდენტის თასი” ერთადერთი მედლით ჩაამთავრა. შეჯიბრება ამ უქმეებზე ასტანაში გაიმართა. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მიერ “მსოფლიო სპორტისთვის” მოწოდებული სატურნირო განაცხადის თანახმად,ბეგი დარჩიას გუნდი ყაზახეთში თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდა, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ მძიმეწონოსანმა სერგო გოგისვანიძემ შეძლო. ნაკრების შედარებით გამოუცდელმა წევრმა მესამე ადგილი დაიკავა.
ტურნირის მეორე დღეს - 18 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ამ წონებში ქართულ განაცხადში რევაზ ლაშხი (60 კგ), მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე 74 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) იყვნენ, მაგრამ სამეულები მათ გარეშე შეივსო.
ოთარ მაღლაკელიძე







