საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 18 თებერვალს აღმასკომის სხდომას ჩაატარებს, რომელიც ხსენებული ორგანიზაციის ოფისში 14 საათზე დაიწყება.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღმასკომი შემდეგ საკითხებზე იმსჯელებს:
1. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგების, დუბლების პირველობის კალენდრების დამტკიცების შესახებ.
2. სალიცენზიო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, 2014-15 წწ. უმაღლესი ლიგის დაკომპლექტების პრიორიტეტული სისტემის შესახებ.
3. საქართველოს 2013-14 წწ. XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის, დუბლების პირველობის, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
4. სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ.
5. სხვადასხვა







