ჩოგბურთი

23:36 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა – ერთეულებში მარცხი, წყვილებში – გამარჯვება

იტალიის ქალაქ ბეინასკოს 25-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში მე-8 ნომრად განთესილი სოფო შაფათავა უნგრელ რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდა და 3:6, 2:6 დამარცხდა.

წყვილებში შაფათავამ და უკრაინელმა ანასტასია ვასილიევამ, რომელთაც მე-2 რეიტინგი გააჩნიათ, შვეიცარიელ ლიზა საბინოს და გერმანელ ენ შაეფერს 6:1, 6:4 სძლიეს. მეოთხედფინალში სოფო და ანასტასია ხსენებულ იანის და იტალიელ ალბერტა ბრიანტის გაეჯიბრებან. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090327