ჩოგბურთი

13:55 | 26.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ ორივე ასპარეზზე იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ გერმანიის ქალაქ შტუტგარტ-ვაიჰინგენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო.

მე-5 განთესვის მქონე შაფათავამ სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან სამსეტიანი ბრძოლა გადაიტანა და 4:6, 6:1, 6:2 იმარჯვა. მერვედფინალში სოფო ჰოლანდიელ ჰარმსენს და შვეიცარიელ პერინს შორის უმჯობესს ეთამაშება.

წყვილებში შაფათავამ და გერმანელმა შაკოვეცმა (მე-4 განთესვა) გერმანელებს – შადერს და შტემერს 6:4, 4:6, 10:7 სძლიეს და მეოთხედფინალში კიდევ ერთ გერმანულ დუეტს (ბარუა-სიეგემუნდს) გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096631