ფეხბურთი

19:57 | 5.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” ჩუპო-მოტინგით გაძლიერდა

კამერუნის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგი კარიერას გელზენკირხენის “შალკეში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას “ხუმარების” ოფიციალური საიტი ადასტურებს.

ჩუპო-მოტინგი თავისუფალი აგენტი გახლდათ და ახალ კლუბში გადასვლა უპრობლემოდ შეძლო. აფრიკელმა გელზენკირხენელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“შალკეში” გადასვლამდე, ჩუპო-მოტინგი “ჰამბურგის”, “ნიურნბერგისა” და “მაინცის” ღირსებას იცავდა. ბუნდესლიგის უკანასკნელი 3 სეზონის განმავლობაში, “შალკეს” ახალწვეულმა 20 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165339