ფეხბურთი

15:30 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ” კელერს კონტრაქტი 2015 წლამდე გაუფორმა

გელზენკირხენის “შალკეს” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელად იენს კელერი დაამტკიცა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, გელზენკირხენელებმა 42 წლის კელერთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე გააფორმეს. აქვე გეტყვით, რომ გერმანელი სპეციალისტი “შალკეში” 17-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად შარშან 16 დეკემბერს დანიშნეს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “შალკეს” შტეფან ეფენბერგი უთავკაცებდა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ამ ჭორებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098378