შესაძლოა, გელზენკირხენის “შალკეს” თავკაცად მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარული ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი დაინიშნოს. Sky Sports-ის ცნობით, “ხუმარები” 44 წლის გერმანელის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ.
“ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. ყველას აქვს უფლება, თავისი ვარაუდები გამოთქვას “შალკეს” მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არაფერია. ეფენბერგს ხშირად ვნახულობ და არც ვუარყოფ, რომ მას რამდენჯერმე შევხვდი. შტეფანს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა და დიდი მწვრთნელობისთვის ემზადება. დრო გვიჩვენებს, მას რა გამოუვა. როდესაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, განცხადებას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ”, - განაცხადა “შალკეს” სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა.
ცნობისათვის, ეფენბერგმა, რომელსაც სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, ბუცები ლურსმანზე 2004 წელს დაკიდა.







