ძიუდო

16:16 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილიც ნახევარფინალშია

 

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა უნგრელ ბენც ზამბორის მეორე წუთზე შესრულებული ლამაზი წმინდა გდებით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელი ნიჰათ შიხალიზადესა და პორტუგალიის ნაკრების წევრი სერგიუ ოლეინიკს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

ზამბორთან დაპირისპირებამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბელგიელი იასპერ ლეფევრი შებოჭვით დაამარცხა, რუმინელ რემუს მირჩა ლაზეას კი იუკოთი გასცდა.

ასპარეზობა ჩვენი დროით 17 საათსა და 25 წუთზე რეპეშაჟითა და ნახევარფინალებით  განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09152