ძიუდო

19:24 | 16.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილის ოპერაცია უვიზობამ გადადო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27-28 ოქტომბერს, ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე სავარაუდოდ ლაშა შავდათუაშვილის (66 კგ) გარეშე გამოვა. ოლიმპიურ ჩემპიონს საზარდულის თიაქარი აწუხებს და საოპერაციოა. წინასწარი გეგმით, ოპერაცია ამ კვირაში უნდა გაკეთებულიყო, ერთ-ერთ ავსტრიულ კლინიკაში – 20 წლის ძიუდოისტმა “მსოფლიო სპორტს” დაახლოებით ორი კვირის წინ უთხრა, რომ ვენაში 10 სექტემბერს მიდიოდა, მაგრამ გამგზავრება სავიზო პრობლემების გამო 6 დღით გადაიდო.
შავდათუაშვილი ავსტრიაში დღეს გაფრინდა, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, პიტერ ზაიზენბახერთან ერთად კლინიკას მიაკითხავს. ოპერაცია სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაკეთდება. ვარჯიშს კი ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი დაახლოებით თვენახევარში განაახლებს.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126348