ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ერთი კვირის წინანდელი რეიტინგსიის მსგავსად, საქართველოს ნაკრებს მოწინავე ათეულში კვლავ ორი წარმომადგენელი ჰყავს. ყველაზე მაღალი პოზიცია უკვე დიდი ხანია, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილს უკავია, ვინც 806 ქულით მე-6 ადგილზეა და უახლოეს მდევარს, რუს ბესლან მუდრანოვს 36 ქულით უსწრებს, რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრს, არსენ გალსტიანს კი ერთი საფეხურით და 162 ქულით ჩამორჩება. უმსუბუქეს წონაში ბეთქილ შუკვანი 552 ქულით მე-13 ადგილზეა. ცნობისთვის, გასულ უქმეებზე პრაღაში ჩატარებულ მსოფლიოს თასზე არც პაპინაშვილს უჭიდავია და არც შუკვანს. ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა ორივე დაასვენა.
ათეულის მეორე ქართველი წევრი ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ჩეხურ ტატამზე კი გავიდა, მაგრამ მოულოდნელად, ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა და რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურების შანსი დაკარგა. ამჟამად ლიპარტელიანი 896 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. მის წინ ბრაზილიელი უგუ პესანაა (920 ქულა), ხოლო უკან – ასევე ბრაზილიელი ტიაგუ კამილუ (886).
მსოფლიოს თასი ლევან ჟორჟოლიანისა (100 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილისთვისაც (81 კგ) წარუმატებელი გამოდგა და შესაბამისად, სარეიტინგო წინსვლა ვერც მათ შეძლეს. ჟორჟოლიანი მე-13 ადგილზეა, ხოლო ჭრიკიშვილი – 23-ეზე.
პრაღის მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორმა, მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა თანაგუნდელ ზვიად ხანჯალიაშვილთან სარეიტინგო უპირატესობა კიდევ გაზარდა. ოქრუაშვილი 472 ქულით მე-19 პოზიციაზეა და ხანჯალიაშვილს 7 საფეხურით და 142 ქულით უსწრებს.
მსოფლიოს თასის ჩემპიონობით მიღებულმა 100-მა ქულამ ახალგაზრდა ლაშა შავდათუაშვილი გვარიანად ახეირა – მე-40 ადგილამდე ასწია და აქამდე ნაკრების უმთავრეს კანდიდატად მიჩნეული შალვა ქარდავა უკან მოატოვებინა. თუმცა 66 კილოგრამი ჯერჯერობით კვლავ უსუსტეს წერტილად რჩება პეტერ ზაიზენბახერის გუნდში. ოდნავ ნაკლებად სავალალო სიტუაციაა 73 კილოგრამში, სადაც ქართველთაგან ყველაზე მაღლა – 25-ე ადგილზე ნუგზარ ტატალაშვილი დგას.
რაც შეეხება ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგსიას, მასში ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების 9 წევრია: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (60 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ). წინ კი ერთადერთი სალიცენზიო ტურნირიღაა – ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც რუსეთის ქალაქი ჩელიაბინსკი 26-28 აპრილს უმასპინძლებს. სწორედ ევროპირველობაა 66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველების - ლაშა შავდათუაშვილისა და შალვა ქარდავას ბოლო შანსი. შავდათუაშვილს მიზნის მისაღწევად სავარაუდოდ მხოლოდ საწყისი ეტაპის გადალახვაც ეყოფა. სალიცენზიო ქვოტაში მყოფთაგან კი ამ ეტაპზე შედარებით არამყარი ტატალაშვილის, ჭრიკიშვილის და ხანჯალიაშვილის პოზიციებია და ჩელიაბინსკის ტატამზე ეს სამეულიც აუცილებლად გავა.
შეგახსენებთ, ლონდონის ოლიმპიადის საგზურს თითოეულ წონით კატეგორიაში 22 მაღალრეიტინგიანი ძიუდოისტი მიიღებს. თუ ნორმატივს ერთი ნაკრების ორი ან მეტი წევრი შეასრულებს, მაშინ მათ შორის არჩევანს მწვრთნელი გააკეთებს.
ყველა ქართველის პირად რეიტინგსა და შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს აქვე გთავაზობთ.
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 2190
2 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია) 1120
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 986
4 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) 984
5 არსენ გალსტიანი (რუსეთი) 968
6 ამირან პაპინაშვილი 806
13 ბეთქილ შუკვანი 552
85 დავით ასუმბანი 63
87 პაატა მერებაშვილი 46
66 კგ
1 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი) 1280
2 ალიმ გადანოვი (რუსეთი) 1262
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი) 1168
4 მასაში ებინუმა (იაპონია) 1070
5 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია) 1056
40 ლაშა შავდათუაშვილი 240
48 შალვა ქარდავა 176
73 სანდრო იაკობაშვილი 82
93 დავით ასუმბანი 56
145 გიორგი მკალავიშვილი 20
167 პაატა მერებაშვილი 16
176 უჩა ხუციშვილი 12
200 გიორგი შოშიაშვილი 10
223 არსენა მაჭარაშვილი 6
259 მიხეილ ხომიზური 2
73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია) 1608
2 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) 1584
3 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1280
4 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია) 1170
5 მანსურ ისაევი (რუსეთი) 900
25 ნუგზარ ტატალაშვილი 344
51 თენგიზ პაპოშვილი 162
56 ამბაკო ავალიანი 136
85 ზებედა რეხვიაშვილი 72
107 ზაზა კედელაშვილი 48
209 ზვიად ბაზანდარაშვილი 10
216 ზურაბ ნოზაძე 8
259 დავით კობერიძე 4
81 კგ
1 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია) 1390
2 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1346
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი) 1184
4 ოლე ბიშოფი (გერმანია) 1108
5 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია) 946
23 ავთანდილ ჭრიკიშვილი 416
37 ლევან წიკლაური 302
65 ბექა ღვინიაშვილი 120
77 დავით კარბელაშვილი 82
129 დავით ქევხიშვილი 30
177 პაატა ღვინიაშვილი 16
226 გიორგი ბაინდურაშვილი 6
250 გრიგოლ შინჯიკაშვილი 2
90 კგ
1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 1586
2 დაიკი ნიშიამა (იაპონია) 1268
3 მასაში ნიშიამა (იაპონია) 1150
4 ტაკაში ონო (იაპონია) 1130
5 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი) 966
8 ვარლამ ლიპარტელიანი 896
51 ზვიად გოგოჭური 160
87 ზურაბ ზვიადაური 64
98 მინდია ბოდაველი 42
121 ლაშა გურული 26
140 საბა გავაშელიშვილი 16
155 გიორგი ცოციაშვილი 12
174 ბეთქილ ნავერიანი 6
100 კგ
1 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) 1470
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1334
3 ტაკამასა ანაი (იაპონია) 1290
4 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი) 1170
5 ჰი-ტაე ჰვანგი (სამხრეთ კორეა) 918
13 ლევან ჟორჟოლიანი 644
24 ირაკლი ცირეკიძე 430
49 ალექსანდრე მსხალაძე 104
74 ნოდარ მეტრეველი 44
78 ირაკლი ქობლიანიძე 40
90 დავით ლორიაშვილი 32
138 რევაზ ჩიკოიძე 10
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 1630
2 ანდრეას ტოლცერი (გერმანია) 1440
3 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე) 1280
4 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 1138
5 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1040
19 ადამ ოქრუაშვილი 472
26 ზვიად ხანჯალიაშვილი 330
67 ლაშა გუჯეჯიანი 76
103 ნოდარ მეტრეველი 24
115 ლევან მატიაშვილი 16
ოთარ მაღლაკელიძე







