ნბა-ს განვითარების ლიგის კლუბმა “სპრიგნფილ არმორმა” “ბრუკლინ ნეთსის” წევრები თორნიკე შენგელია და ტაიშუან ტეილორი, რომელთაც ელიტარულ დონეზე თამაში იშვიათად უწევდათ, კიდევ ერთხელ “გადაიფორმა” და მყის საქმეში ჩართო, თუმცა, წარმატებას მაინც ვერ მიაღწია.
მიმდინარე სეზონში “არმორს” 8-დან 7 მატჩი ჰქონდა წაგებული და ამჯერადაც უიმედო მარცხი განიცადა – “სქაიფორსთან” 94:112.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 32:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 4 შეცდომა დაუშვა და 6 პერსონალური ფოლი მიიღო.
სპრინგფილდელთა რიგებში საუკეთესო უილი რიდი იყო 21 ქულით, ხსენებულმა ტეილორმა კი 31:30 წუთში თამაშიდან 17-დან 5 ტყორცნა გამოიყენა 15 ქულა მიითვალა.
თორნიკეს კლუბს მომდევნო მატჩი ღამით ისევ შინ “მეინ რედ ქლოუს” წინააღმდეგ









