ჭადრაკი

19:53 | 11.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

შესარჩევი 2 საგზურისთვის...

12 თებერვლიდან   სტარტს აიღებს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი მატჩ-ტურნირი.
აღნიშნულ გუნდში კონკურსგარეშე მოხვდნენ ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი.
3 მონაწილე: ნინო ხურციძე (2437), სალომე მელია (2403) და ნინო ბაციაშვილი  (2407) ორი საგზურისათვის  იბრძოლებენ
მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატი  ასტანაში (ყაზახეთი) 2 მარტს დაიწყება და 13 მარტამდე გასტანს.
 მონაწილენი:
1.რუსეთი
2.ჩინეთი
3.უკრაინა
4.საქართველო
5.აშშ
6.ინდოეთი
7.სომხეთი
8.რუმინეთი
9.ყაზახეთი
10.თურქეთი
 
 
იხილე:
დებულება


            “ვამტკიცებ”
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
პრეზიდენტი                 გ. გიორგაძე

“-----” ----------------------------” 2013 წ.


           საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების
                 შესარჩევი მატჩ-ტურნირი
                     12.02-18.02. 2013 წ.
                            
                          დებულება

1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 2 წრედ.
  3 მონაწილეს შორის.
2. დროის კონტროლი: თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი    
  პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
3. მონაწილენი: საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კანდიდატები.
4. კვალიფიკაცია: ტურნირში არ დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
5. გამარჯვებულის გამოვლინება: თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში  
  გაიმართება თაი-ბრეიკი (იხ. დამატება).
6. ტურნირის განრიგი:


ტური    დღე    საათი
გახსნა     12 თებერვალი    14.00


I    12 თებერვალი    14.00
II    13 თებერვალი    14.00
III    14 თებერვალი    14.00
IV    15 თებერვალი    14.00
V    16 თებერვალი    14.00
VI    17 თებერვალი    14.00
თაი-ბრეიქი    18 თებერვალი    14.00

  მოჭადრაკეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ წერილობითი   
  ფორმით, არა უგვიანეს 2013 წლის 8 თებერვლის 18.00-სა, საქართველოს
  ჭადრაკის ფედერაციაში.
   ფიდეს წესების შესაბამისად, მობილური ტელეფონის დარეკვის შემთხვევაში   
   მონაწილეს ეთვლება წაგება.
  მოთამაშის ტურზე დაგვიანების შემთხვევაში მოქმედებს ფიდეს წესები-6.6./ბ.                         
    თუ მოთამაშე აგვიანებს 1 საათით ტურის დაწყების შემდეგ, მას ჩაეთვლება   
    წაგება.
  7. გამარჯვებულები:
  1-2 ადგილზე გასული მოჭადრაკეები ხვდებიან საქართველოს
  ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე.
  ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო არბიტრი ნანა ალექსანდრია.
  მთ. მსაჯი: საერთაშორისო ოსტატი სოფიკო ნიკოლაძე.
                

                                   დებულების

                          დ ა ნ ა რ თ ი

            თაი-ბრეიქი ტარდება შემდეგი წესით:

    მატჩი სწრაფ ჭადრაკში (2 პარტია, თითოეულს 25 წუთი პარტიის
 ბოლომდე, სვლაზე 10 წამის დამატებით);
    თუ ყაიმით დამთავრდა, მატჩი სწრაფ ჭადრაკში (2 პარტია, თითოეულს               
    10 წუთი პარტიის ბოლომდე, სვლაზე 10 წამის დამატებით);
 თუ ყაიმით დამთავრდა, მატჩი ბლიცში (2 პარტია, თითოეულს 5 წუთი
 პარტიის ბოლომდე, სვლაზე 2 წამის დამატებით);
 თუ ესეც ყაიმით დამთავრდა, მაშინ “არმაგედონი” (1 პარტია,შავებს ეძლევა
 4 წუთი, თეთრებს 5 წუთი. ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებულად
 გამოცხადდება შავებით მოთამაშე).
 ფერზე კენჭისყრა ტარდება ყოველი მატჩის წინ.
 მატჩებს შორის დასვენება 15 წუთი.
 პარტიები გაიმართება ფიდეს წესების მიხედვით.
 მონაწილეების მიერ სწრაფ ჭადრაკში სვლების ჩაწერა არ ხდება.
 სვლებს იწერს მსაჯი.
 თუ მოთამაშეს სურს ყაიმის დაფიქსირება (იგულისხმება  მხოლოდ
  სამჯერ პოზიციის გამეორება ან 50 სვლის წესი) მას შეუძლია
  არბიტრს გამოართვას ბლანკი და ჩაწეროს გამიზნული სვლა.   
 მოთხოვნის სისწორე შემოწმდება მსაჯის მიერ ჩაწერილ ბლანკზე.
 პარტიის განმავლობაში მოთამაშეს უფლება აქვს ნებისმიერ
 დროს მოითხოვოს ჩანაწერი თავისი დროის ხარჯზე.
 ბლიცში ყაიმის მოთხოვნა არ არის. არასწორ სვლაზე წაგება.
 დრო ითვლება ამოწურულად, როდესაც მოთამაშე აფიქსირებს
    ალმის ჩამოვარდნას. მსაჯმა თავი უნდა შეიკავოს ალმის ჩამოვარდნის
 დაფიქსირებისაგან.

 

http://gcf.org.ge
 

0.162561