საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი გორის „დილა“, ცხინვალის „სპარტაკთან“ შიდაქართლურ დერბის 5-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა. აღსანიშნავია, რომ შიდაქართლურ დერბის, რომელიც 22 დეკემბერს დანიშნული სუპერთასის მატჩის გამო, არა თბილისში, მიხეილ მესხზე“, არამედ ქვემო ქართლში, რუსთავში, „ფოლადზე“ ჩატარდა.
საგულისხმო გახლავთ ის ფაქტი, რომ დერბის, ორივე გუნდი პრობლემებითა და დანაკლისით შეხვდა. ცხინვალელებს ერთბაშად რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი აკლდათ, შემტევი ნახვარმცველები თორნიკე თუხარელი და ლაშა კემუხტაშვილი, შუახაზელი კახაბერ კაკაშვილი, ფორვარდი ვახტანგ ფანცხავა. გორელთა რიგებში ტრავმების გამო არ ყოფილა, მეკარე ნუკრი რევიშვილი, ნახევარმცველი კახა ალადაშვილი და შემტევი გიორგი ქვილითაია...
გორელები წაუგებელი სერიის გაგრძელებაზე რომ იყვნენ ორიენტირებულნი, ეს მატჩის სტარტზევე გამოჩნდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ წინა მატჩში „სპარტაკმა“ შინ რუსთავის „მეტალურგი“ დაამარცხა, წინა ტურში კი დაისვენა, რადგან დიდთოვლობის გამო, „ზესტაფონთან“ მათი გასვლითი მატჩი გადაიდო...
მოკლედ, სტარტზე „დილა“ უკეთ გამოიყურებოდა და სტუმრებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ, მაგრამ ცხინვალელები ხარიხამ იხსნა. მე-13 წუთზე, გორელთა შეტევისას გიორგი აბურჯანიას თავური ხარიხამ აისხლიტა. ამან ‘სპარტაკელები“ გაახელა. კახი კაჭარავას ბიჭებმა ნელ-ნელა გაათანაბრეს თამაში, ტაიმის შუაწელს კი გიორგი თექთურმანიძის ოსტატური დარტყმისას ბექა შეყრილაძეს რომ არ ემარჯვა ანგარიში გაიხსნებოდა, მაგრამ გორელთა კიპერმა თავისი გუნდი იხსნა...
ტაიმის მიწურულს ისევ სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიშის გახსნის მეტოქეზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მოდებაძის დარტყმული ნიკა მგელაძემ კარის ხაზიდან გამოიტანა, ვითარება კი ნიკა კვეკვესკირმა განმუხტა...
მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდის თამაშში ბევრი უზუსტობა და წუნი იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხიფათი მაინც ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ... ისევე როგორც, გიორგი თექთურმანიძისა და ლაშა ჩაფიძის, ასევე ირაკლი მოდებაძისა და გრიგოლ დოლიძის გარჯას შედეგი არ მოჰყოლია. 77-ე წუთზე მასპინძლებს შეეძლოთ გატანა, მაგრამ, შეცვლაზე შესულმა და ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა არტურ გაძაოვმა დარტყმა დაახანა და გორელებმაც ვითარება განმუხტეს. მეორე ტაიმის ბოლო მესამედში „დილა“ უტევდა, „სპარტაკი“ კი კონტრშეტევებზე ცდილობდა დაწინაურებას, მაგრამ, როგორც ჩანს ამ დერბიში სტუმარ-მასპინძელს გატანა არ ეწერა, ტაბლოზე ნულები დარჩა, მეტოქეებმა კი ქულები გაიყვეს.
სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) – 0:0
19.12.2013. რუსთავი. „ფოლადი“. 100 მაყურებელი
სპარტაკი: გ. ნადირაძე, ჭაფოძე, ნ. მგელაძე, კილასონია, კ. ხიზანეიშვილი, კვეკვესკირი, თ. შონია (კაპ.), გ. ცერცვაძე (ა. გაძაოვი, 73), თექთურმანიძე (უ. ბურძენაძე, 90+3), ჩაფიძე, მეტრეველი (დ. გელაშვილი, 65).
მწვრთნელი: კახი კაჭარავა
დილა: ბ. შეყრილძე, ო. ხიზანეიშვილი, ა. კვახაძე (კაპ.), თ. ღონღაძე, აბურჯანია (ნ. სადაღაშვილი, 46), დ. ბოლქვაძე, ი. მაისურაძე, გრ. დოლიძე, ი. მოდებაძე, გ. გურული, ნ. ფილიევი (რ. რ. ახალკაცი, 81).
მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი
გაფრთხილება: კ. ხიზანეიშვილი (24), ზ. მეტრეველი (53), ა. კვახაძე (53), ი. მაისურაძე (81), ლ. ჭაფოძე (85)
არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 გიორგი რეხვიაშვილი (47), 1:1 გიორგი განუგრავა (80)
გაძევება: გიორგი რეხვიაშვილი (90)
მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 გიორგი მერებაშვილი (24), 0:2 დარკო გლიშიჩი (72)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 ლევან კუხალეიშვილი (6), 2:0 გიორგი ჯანელიძე (41), 3:0 ელგუჯა ლობჯანიძე (72), 4:0 ნოდარ იაშვილი (79), 5:0 ნიკა საიჭინავა (83)
18 დეკემბერი
ზუგდიდი – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 შოთა ლომია (78)
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 გიორგი ადამია (პენ, 29)
| 1 | დინამო | 18 | 13 | 3 | 2 | 42:13 | 42 |
| 2 | ჩიხურა | 18 | 10 | 5 | 3 | 35:22 | 35 |
| 3 | დილა | 18 | 7 | 7 | 4 | 23:15 | 28 |
| 4 | გურია | 18 | 9 | 0 | 9 | 20:25 | 27 |
| 5 | სიონი | 18 | 7 | 6 | 5 | 22:19 | 27 |
| 6 | მეტალურგი | 18 | 7 | 5 | 6 | 23:23 | 26 |
| 7 | ზესტაფონი | 17 | 7 | 4 | 6 | 19:15 | 25 |
| 8 | ვიტ ჯორჯია | 18 | 7 | 4 | 7 | 25:23 | 25 |
| 9 | ტორპედო | 18 | 6 | 4 | 8 | 19:24 | 22 |
| 10 | სპარტაკი | 17 | 4 | 2 | 11 | 13:24 | 14 |
| 11 | ზუგდიდი | 18 | 3 | 5 | 10 | 8:24 | 14 |
| 12 | მერანი | 18 | 4 | 1 | 13 | 14:36 | 13 |
მეგოლეები:
12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)
8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)







