ფეხბურთი

14:28 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შიმუნიჩი ნაცისტური გამონათქვამისთვის დააჯარიმეს

ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი იოსიპ შიმუნიჩი, თავისი ქვეყნის სახელმწიფო ბრალმდებლებმა, რასობრივი ზიზღის გაღვივებისთვის, 3200 ევროთი დააჯარიმეს.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი ოფის საპასუხო მატჩში, ისლანდიასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, 35 წლის ფეხბურთელმა მიკროფონი აიღო და იმ ტრიბუნისკენ, სადაც ადგილობრივი ნაცისტური ორგანიზაციის “უსტაშის” წევრები ისხნდნენ, დაიყვირა: “სამშობლოსათვის”, რაზეც “ფენებმა” უპასუხეს: “მზად ვართ”. როგორც გაირკვა, ეს ამ ორგანიზაციის სლოგანია. მოგვიანებით, შიმუნიჩმა განაცხადა, რომ მის ქმედებას პოლიტიკური ქვეტექსტი არ ჰქონდა.

შესაძლოა, შიმუნიჩი ფიფამაც დასაჯოს, რომელიც განვლილი მატჩის ოფიციალურ ოქმს ელის. 

0.092697