გერმანული “დორტმუნდის” მცველი მარსელ შმელცერი “მალაგასთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში სახის დამცავი ნიღბით იასპარეზებს. ამის შესახებ Kicker-ი იუწყება.
შმელცერმა “შტუტგარტთან” გერმანიის ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (2:1) ცხვირი გაიტეხა და ნიღაბიც ამიტომ გახდა საჭირო. ექიმთა თავდაპირველი პროგნოზით, გერმანელი ანდალუსიელთა წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებდა, მაგრამ ახლა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა და კითხვის ნიშნებიც მოიხსნა.
“მალაგასა” და “დორტმუნდის” დაპირისპირება ოთხშაბათს ჩატარდება.







