რუსთავის ავტოდრომის მფლობელი შოთა აფხაზავა 7–8 დეკემბერს მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ფინალში ლეგენდის კლასში, ლას ვეგასში, აშშ. ერთადერთი ქართველი მრბოლელი, რომელიც იღებს მონაწილეობას ყველაზე პრესტიჟულ მსოფლიო შეჯიბრში ამ ავტომობილის კლასში. აფხაზავა მონაწილეობდა ლეგენდის მსოფლიო ფინალში 2008, 2009 და 2011 წლებში, მან მოიპოვა მეორე ადგილი შემი Pro ჩათვლაში, ხოლო მესამე ადგილი Pro ჩათვლაში. ამჯერად შოთა აფხაზავა მიზნად ისახავს გამარჯვებას პროფესიონალთა ჩათვლაში.
შეჯიბრის ფორმატი აშშ–ში საქართველოს ჩემპიონატის ანალოგია: კვალიფიკაცია, ჰიტ-რეისი, ფინალი. ჰიტ-რეისი ჩატარდება 13:30 ადგილობრივი დროით, ფინალი შაბათს - 14:30.
რბოლებში, რომელსაც ატარებს ამერიკული ფედერაცია INEX ავტომობილების მწარმოებელთან და Uშ Legend Car International კომპანიასთან, მრბოლელები რამოდენიმე შტატიდან იღებენ მონაწილეობას, ასევე ევროპიდან და აფრიკიდან.
შოთა აფხაზავა – პროფესიონალი ავტომობილების კონსტრუქტორი, ArtTech მარკის ფორმულა 3 ბოლიდების შემქმნელი, ასევე მრბოლელი, რუსეთის ლეგენდის სერიის და 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამარჯვებული.
შეგახსენებთ, რომ ქართველი პილოტი დათა ქაჯაია გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ლეგენდის კლასში.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (სსსა) პრესსამსახური
ბმული:
შეჯიბრის განრიგი
http://www.uslegendcars.com/documents/16th_annual_legends_and_thunder_car_schedule.pdf
ინფორმაცია პილოტზე
http://en.wikipedia.org/wiki/Shota_abkhazava
ინფორმაცია ავტომობილის კლასის შესახებ ჰტტპ://ენ.წიკიპედია.ორგhttp://en.wikipedia.org
/w/index.php?title=Legends_car_racing&action=submit
საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის ოფიციალური საიტი







