დღე არ გავა ქართველი მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენი ან სპორტსმენთა ჯგუფი კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არ გაწევრიანდეს. დღეს ბიძინა ივანიშვილს ძიუდოში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი ვაჟთან ერთად შეხვდა.
“ძალიან გულთბილი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ სამწუხაროდ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც შეიძლება ერთ დღეს გმირად გამოგაცხადონ, მეორე დღეს კი შენი განსხვავებული შეხედულების გამო მოღალატედ შეგრაცხონ. ამან უკვე რეგულარული სახე მიიღო და დროა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მინდა გულწრფელი ვიყო ჩემი გულშემატკივრების მიმართ და მათ ვუთხრა – მე მიყვარს ჩემი სამშობლო. სწორედ ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა დავმდგარიყავი ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით და ეს ნიშნავს, რომ მე ჩემი ხალხის გვერდით ვდგევარ” – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
ოთარ მაღლაკელიძე







