გერმანიის ბუნდესლიგის 30–ე ტური „შტუტგარტისა“ და „ფიურტის“ გამარჯვებებით დასრულდა.
ბრუნო ლაბადიას გაწვრთნილი გუნდი „ფრაიბურგს“ დაუხვდა და საქმე პირველსავე ტაიმში სანახევროდ მოუმთავრა. 33–ე წუთზე, მარტინ ჰარნიკის პასით, კრისტიან გენტნერმა იხეირა და შტუტგარტელები დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, ჰარნიკმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა – ამჯერად, ვედად იბიშევიჩმა დაუფასა თანაგუნდელს პასი და თავისი გუნდი შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გაიყვანა.
მატჩის უკანასკნელ წუთებში, ფრაიბურგელებმა ივან სანტინის გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და 2:1 დამარცხდნენ.
„ნიურნბერგისა“ და „ფიურტის“ დაპირისპირება საკმაოდ უხეში გამოდგა, მაგრამ გუნდებმა მატჩი მაინც 11–11 ფეხბურთელით დაასრულეს. დაძაბულ ბრძოლაში, გადამწყვეტი ეპიზოდი 27–ე წუთზე შეიქმნა, როდესაც იოჰანეს გეისმა აიღო ნიურნბერგელთა კარი და როგორც შემდეგ გაირკვა, „ფიურტს“ 3 ქულა მოუტანა.
შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 50600
შტუტგარტი – ფრაიბურგი 2:1 (2:0)
შტუტგარტი: ულრაიხი, მოლინარო, ბოკა, ნიდერმაიერი, საკაი, რიუდიგერი, გენტნერი, ტრაორე (ოკაზაკი 88), მაქსიმი (ჰაინალი 83), ჰარნიკი, იბიშევიჩი (მაკედა 81).
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია
ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში (ჰენი 49), მუიჯა, დიანე, გიუნტერი, გუედე (სანტინი 63), გინტერი, მაკიადი, შუსტერი (ფლიუმი 57), კრუზე, შმიდი.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლები: 1:0 გენტნერი (33), 2:0 იბიშევიჩი (42), 2:1 სანტინი (88)
გაფრთხილებები: შუსტერი (27), გინტერი (67), ჰენი (69)
კარში დარტყმა: 14 (8) – 6 (4) ჯარიმა: 14 - 15 კუთხური: 3 - 6 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 7 – 8
ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 50000
ნიურნბერგი – ფიურტი 0:1 (0:1)
ნიურნბერგი: შეფერი, ნილსონი, ჩენდლერი (მაკი 46), კლოზე (დაბალნი 45), პლატენჰარდტი, ფოილნერი, ბალიჩი, კიოტაკე, სიმონსი (ფრანცი 75), ეშვაინი, პეკჰარტი.
მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი
ფიურტი: ჰესლი, კლიანე, მავრაი, ბაბა, ნერიგი (ციმერმანი 61), ფიურსტნერი, პრიბი, კლაუსი, გეისი, იუნგ–ბინი (აზემი 61), ჯურჯიჩი.
მწვრთნელი: ფრანკ კრამერი
გოლები: 0:1 გეისი (27)
გაფრთხილებები: ნილსონი (16), სიმონსი (29), ფოილნერი (81), პლატენჰარდტი (90) – კლაუსი (13), იუნგ–ბინი (41), გეისი (44), ფიურსტნერი (59), კლიანე (63)
კარში დარტყმა: 17 (9) – 6 (2) ჯარიმა: 12 - 26 კუთხური: 14 - 4 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 1 – 7





