ფეხბურთი

11:57 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი ვარჯიშს დაუბრუნდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ “რეკორდმაისტერის” ოფიციალური საიტი იუწყება.

“ვარჯიშს დავუბრუნდი და სხვადასხვა დავალებების შესრულება მსიამოვნებს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მცირედი თავდაჯერება მაკლია, მაგრამ ჯერ მხოლოდ დასაწყისია”, - განაცხადა შვაინშტაიგერმა.

მოგვიანებით, გერმანელმა კომენტარი ტიაგო ალკანატარას ტრანსფერზეც გააკეთა: “ის ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი მოთამაშე გახდეს. ასეთი დონის ფეხბურთელის შეძენით მოხარულნი ვართ. ტიაგოს სწრაფ ადაპტაციაში უნდა დავეხმაროთ”.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09688