მსროლელმა გრიგოლ შვანგირაძემ (17.04.91, 196 სმ) სუპერლიგის მონაწილე “სოხუმთან” ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ შვანგირაძემ სუპერლიგის ეროვნულ ჩემპიონატში თამაში 2011-12 წლების საკალათბურთო სეზონში თსსუ-ს რიგებში დაიწყო. ამის შემდეგ იგი “სოხუმში” გადავიდა, სადაც ზედიზედ ორი სეზონია თამაშობს და ახალი კონტრაქტიდან გამომდინარე მესამე სეზონსაც ამ გუნდში გაატარებს.









