ავტოსპორტი

4:55 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სილვერსტოუნზე ჯერჯერობით უსწრაფესი როსბერგია

ბრიტანეთი ფორმულა ერთის ქარავანს წვიმით დახვდა. ამის გამო, პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ლიდერთა უმეტესობამ ბოქსებში დარჩენა ამჯობინა. საუკეთესო კი ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო იყო. მეორე პრაქტიკაზე, ამინდმა გუნდები და პილოტები დაინდო და სილვერსტოუნის ტრიბუნაზე მისული 80 000 მაყურებლის წინაშე, საუკეთესო დრო ისევ ნიკო როსბერგმა აჩვენა.

როსბერგი ხუთშაბათს 28 წლის შესრულდა და ბუნებრივია, საიუბილეოდ მორიგი პოულის მოპოვებას და იქნებ, მეორე გამარჯვებასაც ეცდება. ბარსელონაში ჩატარებული არალეგალური ტესტები „მერსედესს“ ხახვივით შერჩა და მანქანაც აშკარად უკეთ ამუშავდა. და თუ მონაკოს ტრასის თავისებურების გამო, იქ როსბერგის და „მერსედესის“ გამარჯვება ბევრს არც გაჰკვირვებია, მონრეალში მანქანა აშკარად უფრო კონკურენტუნარიანად გამოიყურებოდა. სილვერსტოუნზე კი ყველა მორიგ წინსვლას ელის და ეს სწორედ გამარჯვება შეიძლება იყოს.

რა თქმა უნდა, ორი პრაქტიკიდან გაცილებით უკეთესი დროები მეორე, მშრალი პრაქტიკის დროს დაფიქსირდა. გერმანელ პილოტს 0.299 წამით ჩამორჩა მარკ ვებერი, რომელმაც სწორედ სილვერსტოუნზე გვაუწყა, რომ მომავალი სეზონიდან სპეციალიზაციას იცვლის და ფ1-დან გამძლეობაზე რბოლებში გადადის, სადაც „პორშეს“ LMP1 პროტოტიპით იასპარეზებს. სხვათა შორის, ვებერს ბრიტანული რბოლა ბოლო სამ სეზონში (როცა მისი თანაგუნდლი სებასტიან ფეტელი სამჯერ გახდა ჩემპიონი) ორჯერ აქვს მოგებული და ფ1-ს დატოვების წინ, გასამებაზე უარს არ იტყვის.

ფეტელი ამჯერად მესამე შედეგს დასჯერდა. მან პოლ დი რესტა და ლუის ჰამილტონი ჩამოიტოვა. ამჯერად მეექვსე შედეგს დასჯერდა. ფელიპე მასას კი მორიგი ავარია მოუვიდა. მეორე პრაქტიკაზე მხოლოდ შვიდი წრის გავლა მოასწრო, რის შემდეგაც მოსახვევ სტოუში მანქანა ვერ დაიმორჩილა და საბურავების დამცავ ზღუდეს შეასკდა.

„გზა წყლით იყო სავსე და სწორზე მოძრაობაც კი ძალიან საშიში იყო“, - პირველი პრაქტიკის შემდეგ განაცხადა ფეტელმა, ვინც მხოლოდ ერთი წრე გაიარა და მაშინვე ბოქსებში დაბრუნდა. ჯენსონ ბატონმა კი ფანებს მოუბოდიშა იმის გამო, რომ უამინდობის მიუხედავად, მათ ტრიბუნა გაავსეს, მაგრამ სანცვლოდ სასურველი სანახაობა ვერ მიიღეს. მან ასევე აღნიშნა, რომ „მაკლარენმა“ სილვერსტოუნისთვის რამდენიმე სიახლე მოამზადა, მაგრამ პირველ პრაქტიკაზე მათი გამოცდა ვერ მოხერხდა.


 ბრიტანეთის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:54.249

2. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:55.033

3. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:55.354

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:55.458

5. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:55.825

6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:56.361

7. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)  1:57.891

8. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:58.859

9. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:59.719

10. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:59.876

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          2:06.534

12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  დროის გარეშე

13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           დროის გარეშე

14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე

15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                დროის გარეშე

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            დროის გარეშე

17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                დროის გარეშე

18. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   დროის გარეშე

19. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     დროის გარეშე

20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     დროის გარეშე

21. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)          დროის გარეშე

22. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       დროის გარეშე

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:32.248

2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:32.547

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:32.680

4. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:32.832

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:32.911

6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:33.171

7. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)  1:33.290

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:33.313

9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:33.322

10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:33.494

11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.740

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:33.896

13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:34.120

14. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:34.130

15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:34.998

16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:35.070

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:35.127

18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:35.802

19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:35.984

20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:36.079

21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:37.329

22. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:43.466

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166768