ამსტერდამის “აიაქსის” კაპიტანი სიმ დე იონგი ლაზარეთში კიდევ რამდენიმე კვირას გაატარებს. ჰოლანდიური პრესის ცნობით, ნახევარმცველს კუნთი აქვს გაწყვეტილი და რა დრო საჭირდება მის მკურნალობას, უცნობია.
მუხლქვეშა მყესის დაზიანების გამო, დე იონგი შემოდგომიდან უქმობდა და ვარჯიში რამდენიმე დღის განახლებული ჰქონდა. მორიგი ტრავმის გამო, ამსტერდამელთა კაპიტანი თავის გუნდს “ფეინოორდთან” და “გოუ ეჰედ იგლზთან” მატჩებში ნამდვილად ვერ დაეხმარება. დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ცნობისათვის, ჰოლანდიის ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში დე იონგმა 10 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი მიითვალა.







