ავტოსპორტი

2:24 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სინგაპურში სარბოლო მოთელვა დაიწყო

ფორმულა ერთის ქარავანმა ევროპა დატოვა და მსოფლიოს გარშემო ვოიაჟს სინგაპურიდან იწყებს, სადაც ღამის რბოლით ასიამოვნებს ავტოსპორტის მოყვარულთ. თუმცა, ბევრმა უკვე ინტერესი დაკარგა და ამაში დამნაშავენი სებასტიან ფეტელი და „რედ ბული“ (ედრიან ნიუის თამადობით) არიან, რომლებმაც სეზონის დასრულებამდე შვიდი ეტაპით ადრე, მეტოქეებს ჩემპიონობის იმედი პრაქტიკულად გადაუწურეს.

შესაძლოა, „ფერარის“ და „მერსედესის“ ხელმძღვანელებისგან და პილოტებისგან გაიგოთ, რომ ბოლომდე ბრძოლას აპირებენ, მაგრამ მეორე მხრივ, მარანელოელებს ფერნანდო ალონსოს ჩემპიონობის მცირე იმედი მაინც რომ ჰქონოდათ, ფელიპე მასას გაშვების გადაწყვეტილებას ცოტა მოგვიანებით გამოაცხადებდნენ იმ იმედით, რომ მასა უდრტვინველად გააგრძელებდა მეორე ნომრის მოვალეობის შესრულებას. დღეს კი ის ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს დაეხმარება, რათა რაც შეიძლება უკეთეს გუნდში, ხელსაყრელი პირობებით გადავიდეს. რაც შეეხება სამქიმიანების ბანაკს და ლუის ჰამილტონს, მათ ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძლა არც დაუგეგმავთ. „ლოტუსის“ ხასენებაც კი არ ღირს, რადგან გუნდი, რომელიც თავის ლიდერს ბონუსებს ვერ უხდის, ვერც მანქანის განვითარებაზე იზრუნებს...

მოკლედ, სიტუაცია გარკვეულია. გარემოებათა გამო, ახლა ყველა გუნდი, მათ შორის „რედ ბულიც“, რომელიც როგორც ჩანს, ფეტელთან ერთად, ზედიზედ მეოთხედ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს. ამ სეზონს კი ყველა ინერციით დაასრულებს. შესაძლოა, აქა-იქ ვინმემ მანქანა განაახლოს კიდეც, მაგრამ ეს იმ გეგმური სამუშაოს შედეგი იქნება, რომლებიც დიდი ხნით ადრე დაიწყო...

სინგაპურის წინ ერთ საინტერესო სტატისტიკურ დამთხვევას შემგთავაზებთ: ფეტელს სინგაპურის დიდი პრიზი ორჯერ აქვს მოგებული. ამასთან, სინგაპურის ეტაპის წინაც ორი რბოლა (ბელგიასა და იტალიაში) მოიგო. ჰოდა, ახლა ჰეთ-თრიკის გაფორმებას ეცდება. ეს მცდელობა კი თავისუფალ პრაქტიკებზე შესანიშნავად დაიწყო - მართალია, პირველზე საუკეთესო დრო ჰამილტონს ჰქონდა, მაგრამ მეორე პრაქტიკაზე მისი ეს საუკეთესო დრო ერთბაშად 15-მა პილოტმა (მათ შორის თავადაც) გააუმჯობესა, ყველაზე სწრაფი კი სწორედ ფეტელი აღმოჩნდა. მან თანაგუნდელ მარკ ვებერს 0.604 წამით აჯობა, დანარჩენთაგან ყველაზე სწრაფი ნიკო როსბერგი კი წამზე მეტით ჩამოიტოვა.

თუმცა, ვარჯიშის შემდგომ პრესკონფერენციაზე ფრთხილი კომენტარი გააკეთა - მე თვითონაც გაოცებული ვარ ასეთი უპირატესობით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და როგორც წესი, კვალიფიკაციაზე „მერსედესიც“ ძალიან სწრაფი იქნებაო. რაც შეეხება ალონსოს, სინგაპურში მას ჯერჯერობით ჭორების მოგერიებაზე ზრუნვა უწევს - მარტინ უიტმარშის ნათქვამის უშნოდ გაგებას, შესაფერისი ჭორის აგორება მოჰყვა - ალონსო შეიძლება „მაკლარენში“ გადავიდესო. ამას იმ ფაქტმაც შეუწყო ხელი, რომ უოკინგელებს ჯერ მომავალი სეზონის შემადგენლობა არ გამოუცხადებიათ. ისე კი, ფეტელის მსგავსად, სინგაპურში ორი გამარჯვება ესპანელსაც აქვს მოპოვებული...

 

სინგაპურის დიდი პრიზი

პირველი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:47.055

2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:47.420

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:47.885

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:48.239

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:48.354

6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:48.355

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:48.362

8. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:49.267

9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)              1:49.348

10. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:49.355

11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:49.481

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                        1:49.493

13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:49.510

14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:49.608

15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:49.887

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1:50.092

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)               1:50.222

18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:50.757

19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:52.359

20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:52.673

21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:52.920

22. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:53.647

 

მეორე პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:44.249

2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:44.853

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:45.258

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:45.368

5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:45.411

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:45.691

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:45.754

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:45.778

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:46.002

10. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:46.025

11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:46.406

12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:46.429

13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:46.606

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:46.808

15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                        1:46.870

16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)              1:47.287

17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1:47.434

18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:47.761

19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:49.434

20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                    1:49.526

21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                  1:49.619

22. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                   1:49.731

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088967