ფეხბურთი

12:32 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ნასრისთან გაახანგრძლივებს

 

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა ნახევარმცველ სამირ ნასრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. L’Equipe-ს ცნობით, “ქალაქელები” 26 წლის ფრანგთან და მის აგენტთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

ჯერჯერობით, ახალი კონტრაქტის პირობები, უცნობია. თავად ფეხბურთელი “სიტიში” თამაშით კმაყოფილია და კლუბის შეცვლა არ სურს.

ცნობისათვის, ნასრის მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში, ნასრიმ 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129576