ფეხბურთი

13:39 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუკულინი "სიტიში" გადავა

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, არგენტინული “რასინგის” ნახევარმცველი ბრუნო სუკულინი “მანჩესტერ სიტიში” გადავა. Sky Italia-ს ცნობით, კლუბებს 20 წლის არგენტინელის ტრანსფერი უკვე შეთანხმებული აქვთ.

სუკულინის ტრანსფერზე “ქალაქელთა” სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი მუშაობდა. ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ, არგენტინელები 2.5 მილიონ ევროს მიიღებენ. ფეხბურთელი “სიტისთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ცნობისათვის, არგენტინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, სუკულინიმ 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101705