ფეხბურთი

20:42 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტისა” და პსჟ-ს სასჯელი ელით

 

“მანჩესტერ სიტი” და “პარი სენ ჟერმენი”, ფინანსური ფეირ ფლეის დარღვევისთვის, შესაძლოა, დაისაჯონ. ამ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, შვეიცარიაში, UEFA-ს სპეციალური კომისია ფინანსური ფეირ ფლეის წესების დარღვევის ფაქტებს სწავლობს. დაახლოებით 20 გუნდის ბრალეულობა უკვე გამოკვეთილია და ახლა მუშაობა სასჯელებზე მიდის. ინგლისური პრესის ცნობით, ამ გუნდებს შორის “სიტი” და პსჟ-ც არიან.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაისჯებიან გუნდები. შესაძლო სასჯელი ოთხია: გაფრთხილება, ჯარიმა, ევროტურნირებიდან მოკვეთა და ტიტულების ჩამორთმევა.

კომისიის გადაწყვეტილება სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095192