გორის “დილას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი, რუსეთის პირველი დივიზიონის ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” გაწვრთნის.
რუსული ინტერნეტგამოცემა championat.com-ის ინფორმაციით, 46 წლის ლიტველი სპეციალისტი ახალ კლუბში პირველ ვარჯიშს 14 ივნისს ჩაატარებს.
ივანაუსკასი ხაბაროვსკელთა თავკაცის პოსტზე გიორგი დარასელიას შეცვლის, რომელიც რუსულ კლუბში იანვრიდან მუშაობდა. სხვათა შორის, “დილაში” ლიტველი მწვრთნელი დარასელიას წასვლის შემდეგ დაინიშნა.
ლაშა კუპრაშვილის ფოტო







