ფეხბურთი

14:14 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი: “ცუდად ვითამაშე”

სტამბულის “გალათასარაის” ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მადრიდის “რეალთან” მატჩში თავისი თამაშით უკმაყოფილოა. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი ტაიმებშუა შესვენებაზე შეცვალეს.

“ცხადია, იმედგაცრუებული ვარ. “სანტიაგო ბერნაბეუზე” 90 წუთის გატარება მინდოდა, რადგან აქ რამდენიმე წლის წინათ ვთამაშობდი. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და თავს საუცხოოდ ვგრძნობ. მცირე დისკომფორტი მქონდა იმის გამო, რომ ბევრი სირბილი მიწევდა, მაგრამ ეს გამართლება არაა. ცუდად ვითამაშე და გაცილებით მეტი მმართებდა. ჩვეულებრივ, როცა ბურთს ვიღებ, 1-2 წამით მაინც ვარ თავისუფალი, “რეალთან” მატჩში კი, ასე არ ყოფილა”, - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა სტამბულელებს 3:0 სძლიეს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090017