ჭიდაობა

17:02 | 1.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა

ლევან ყიფიანი დახურულ კარს მიღმა ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს და ფედერაციის ვიცე-პრეზინდენტ თემურ ყაზარაშვილს ესაუბრა. თემა, რა თქმა უნდა, ორიოდ დღის წინ მომხდარი ინციდენტი იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თემურ ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი სიტუაციის დარეგულირებისკენ მიდის. სპორტის მინისტრი აქტიურად ცდილობს მხარეების შერიგებას, თუმცა პროცესის დასრულებამდე მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი.
“განაწყენებული მარტო მე არ ვარ. ჩემს უკან კიდევ ხალხი დგას, რომლებიც ბოლოდროინდელი მოვლენებით შეურაცხყოფილნი დარჩნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ინციდენტის შესახებ ფედერაციის პრეზიდიუმის წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე უნდა იმსჯელონ” – განაცხადა თემურ ყაზარაშვილმა.
ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ კი “მსოფლიო სპორტს” უთხრა, რომ იგი მზადაა, თემურ ყაზარაშვილთან ითანამშრომლოს ქართული ჭიდაობის საკეთილდღეოდ.
“მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, სპორტის მინისტრს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრებიც შეხვდებიან და ეს შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება.
 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090207