სხვადასხვა

18:12 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტამბოლის აეროპორტში ქართველი ფეხბურთელის დაკავება

თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის აეროპორტში ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. დაკავების მიზეზი 16 წლის ფეხბურთელის ხუმრობა გახდა, რომელმაც ბორტამცილებელს უთხრა, რომ მას ე.წ." საათი ბომბი" ეკეთა. პილოტი აეროპორტის პოლიციას დაუკავშირდა, რის გამოც, მგზავრებს თვითმფრინავი დაატოვებინეს, სპორტსმენი კი სამართალდამცველებმა ადგილზე აიყვანეს. რეისი სტამბოლი-თბილისი სამსაათიანი დაგვიანების შემდეგ შესრულდა, 16 წლის ფეხბურთელი კი თურქეთის პოლიციამ ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. არასრულწლოვანი სპორტსმენი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, თბილისში დღეს დაბრუნდება.

0.187628