ჭიდაობა

14:42 | 7.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

სტამბოლში თბილისი-2013-ზე იმსჯელებენ

ჭიდაობაში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს შეიძლება თბილისმა უმასპინძლოს. ინფორმაცია, რომელიც “მსოფლიო სპორტმა” გუშინ შეიტყო, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ დაადასტურა.
სტამბოლში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნამდე ერთი დღით ადრე – 11 სექტემბერს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართება, რომელზეც ქართული ჭიდაობის ხელმძღვანელი კახა გეწაძე დამსწრეთ თბილისის კანდიდატურას წარუდგენს. იქვე სპეციალურად დამზადებული სარეკლამო ვიდეოკლიპის პრეზენტაციაც მოეწყობა, რომელმაც დამსწრეები უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოს ვარიანტის მხარდაჭერა მათი მხრიდან საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
კულუარული ინფორმაციით, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თავკაცებს ევროპირველობის მასპინძლობის თაობაზე ფილას შეფებისგან წინასწარი თანხმობა უკვე მიღებული აქვთ და სავარაუდოდ, თბილისი 2013-ის დამტკიცებას წინ ფორმალობებიღა უდგას.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.090847