ფეხბურთი

18:27 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯს 2 თვე გაუცდება

ინგლისური “ლივერპულის” ფორვარდი დანიელ სტარიჯი ფეხბურთს 2 თვით დაემშვდიობა. ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა კოჭის ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა.

“წითლების” მთავარი მწვრთნელის – ბრენდან როჯერსის განცხადებით, სტარიჯი ვარჯიშს თვენახევარში დაიწყებს და თებერვლისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

მერსისაიდელთა ბანაკში კარგი ამბავიცაა – იაგო ასპასმა ბარძაყის ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092846