ფეხბურთი

23:21 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი ბომბარდირებში ისევ გაერია

სუარესს, სტარიჯსა და ჯერარდს იმის ნახევარი მომენტები რომ გამოეყენებინათ, რაც შექმნეს, ალბათ ანგარიში ორნიშნა იქნებიდა. მთელი მატჩის განმავლობაში მინდორზე ერთი გუნდი იყო, ლივერპულელები აკეთებდნენ რაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ, მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, ჯამში კი “მხოლოდ” 4 გაიტანეს. აქედან 3 სუარესის ანგარიშზეა. ურუგვაელმა სეზონის დასაწყისი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მაგრამ მაინც უკვე გაერია ბომბარდირთა მარაქაში. გაიტანა სტარიჯმაც, რომელიც მეგოლეთა დავას სულაც სათავეში მოექცა. “ლივერპულმა” მოიგო, მაგრამ თითქოს რაღაც მაინც აკლია, ის მთავარი, სტაბილურობა და დამაჯერებლობა, რაც ლიდერ გუნდებს დანარჩენებისგან გამოარჩევს.

ამასობაში, “არსენალმა” თანაქალაქელი “კრისტალ პალასი” დაამარცხა და ლიდერობაც გაიმყარა. თითქოს “მეთოფეებს” აუტსაიდერთან პრობლემები არ უნდა შექმნოდათ, თუმცა გამარჯვება იოლი არ გამოდგა. ვენგერის შეგირდებს პირველ ტაიმში შემოქმედებითობა აკლდათ, მეორეს დასაწყისში არტეტამ პენალტი გაიტანა, მაგრამ ცოტა ხანში მსაჯს, ფაქტობრივად, თავი ძალითYგააგდებინა და მასპინძლებმაც იძალეს, თუმცა ერთ მომენტში სტუმართა კონტრშეტევა გაეპარათ და ჟირუმ წერტილი დასვა.

“მანჩესტერმა” ისევ ანერვიულა თავისი ქომაგები და არც “სტოკთან” უჩვენებია რაღაც განსაკუთრებული, თუმცა მოიესის ბიჭებს ამჯერად გაუმართლათ და ის ნანატრი დრო გაახსენეს ყველას მატჩების “მთავარი შემომტრიალებლები” რომ იყვნენ პრემიერლიგაში. “ეშმაკუნებს” ამჯერად მხსნელად შესვლაზე შესული ხავიერ ერნანდესი მოევლინათ, რომელიც ევრას ჩაწოდებულს ყველაზე ადრე გამოეხმაურა და ახლოდან გაიტანა.

 

კრისტალ პალასი – არსენალი 0:2 (0:0)

ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 20 050

კრისტალ პალასი: სპერონი, გაბიდონი, დელანი, მოქსი, უარდი, თომასი (ბოლასი 57), იედინაკი, დიკხაცოი, ბენანი (გეილი 77), გედიურა, შამახი

დროებითი მწვრთნელი: კეიტ მილენი

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, იოზილი, არტეტა, ფლამინი (გნაბრი 8), კასორლა (ნაჩო მონრეალი 72), რემზი, ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 არტეტა (პენ, 47), 0:2 ჟირუ (87)

გაფრთხილება არ ყოფილა

გაძევება: არტეტა (65)

მსაჯი: კრის ფოი

ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 4(7)-4(4), ჯარიმა: 12-8, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-4

 

ასტონ ვილა – ევერტონი 0:2 (0:0)

ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 35 154

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბეიკერი, ლუნა (კლარკი 45+1), დელფი, ვესტვუდი, ტონევი (ჰელენიუსი 77), ბაკუნა, აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, პინაარი (ნეისმიტი 80), ბერი, კოულმენი, მაკარტი, ბარკლი (ოსმანი 60), მირალასი (ხერარდ დელოფუ 90), ლუკაკუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 ლუკაკუ (68), 0:2 ოსმანი (81)

გაფრთხილება: მაკარტი (62), ჰოვარდი (87)

მე-8 წუთზე ბენტეკემ პენალტი ვერ გაიტანა

მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 3(5)-4(5), ჯარიმა: 8-13, კუთხური: 8-6, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-3

 

ლივერპული – ვესტ ბრომვიჩი 4:1 (2:0)

ლივერპული. “ენფილდი.” 44 747

ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, ჯონსონი (კელი 62), შკრტელი, საკო, სისოკო, ჯერარდი (ალენი 86), ლუკას ლეივა, ჰენდერსონი, სუარესი (ლუის ალბერტო 89), სტარიჯი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი, მაკოლი, ამალფიტანო (მორისონი 45), სესენონი, მულუმბუ, იაკობი (ბრანტი 69), ანიჩებე, ანელკა (ლონგი 69)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 სუარესი (12, 17, 55), 3:1 მორისონი (პენ, 66), 4:1 სტარიჯი (77)

გაფრთხილება: იაკობი (54), ოლსონი (72)

მსაჯი: ჯონათან მოსი

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 2(11)-3(8), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 3-9, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-3

 

მანჩესტერი – სტოკი 3:2 (1:2)

მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.”

მანჩესტერი: დე ხეა, ევრა, ევანსი, სმოლინგი (ვალენსია 76), ჯონსი, კარიკი, ნანი (იანუზაი 58), კლევერლი (ერნანდესი 68), ვან პერსი, რუნი, კაგავა

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

სტოკი: ბეგოვიჩი, ჰუთი, პეტერსი, შოუქროსი, კამერონი, აირლენდი (ადამი 82), პალასიოსი (ველანი 70), ნ’ზონზი, კრაუჩი, ვალტერსი, არნაუტოვიჩი (უილსონი 49)

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 0:1 კრაუჩი (4), 1:1 ვან პერსი (43), 1:2 არნაუტოვიჩი (45), 2:2 რუნი (78), 3:2 ერნანდესი (80)

გაფრთხილება: ერნანდესი (60), ვალენსია (90+5); კრაუჩი (43), შოუქროსი (45+3), აირლენდი (63), პალასიოსი (65), უილსონი (67), ჰუთი (84)

მსაჯი: ლი მეისონი

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 0(8)-2(2), ჯარიმა: 8-19, კუთხური: 12-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-2

 

ნორვიჩი – კარდიფი 0:0

ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 846

ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ტერნერი, ბასონგი, მარტინი, ტეტი, ფერი, სნოდგრასი, პილკინგტონი (რედმონდი 72), ჰაუსონი (ვან ვოლფსვინკელი 87), ჰუპერი (ელმანდერი 72)

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

კარდიფი: მარშალი, ტეილორი, ტერნერი, თეოფილე კატერინე, კოლკერი, უითინგემი, მედელი (ბელამი 72), მატჩი, ბო-კიუნგ კიმი (გუნარსონი 46), ოდემვინგიე (კოუვი 46), კემპბელი

მწვრთნელი: მალკი მაკაი

გაფრთხილება: ტეტი (59); ოდემვინგიე (24)

მსაჯი: მაიკ ჯონსი

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 9(16)-4(2), ჯარიმა: 8-10, კუთხური: 13-2, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-10

 

საუთჰემპტონი – ფულემი 2:0 (2:0)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 28 631

საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი, შოუ, ლალანა, შნაიდერლინი, ვანაიამა, უარდ-პროუსი (კორკი 90+2), როდრიგესი (გული 78), ლამბერტი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ფულემი: სტეკელენბურგი, სენდეროსი, ამორებიეტა, რითერი (ჰიუზი 46), სიდუელი, პარკერი, რიჩარდსონი, კასამი, ბენტი (როდალეგა 75), ბერბატოვი, რუისი (კაჩანიკლიჩი 81)

მწვრთნელი: მარტინ იოლი

გოლები: 1:0 ლამბერტი (20), 2:0 როდრიგესი (43) 

გაფრთხილება: სიდუელი (89), ჰიუზი (90+1) 

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 6(14)-0(2), ჯარიმა: 12-8, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 4-3, სეივი: 0-4

 

27 ოქტომბერი: სანდერლენდი – ნიუკასლი, ჩელსი – სიტი, სუონსი – ვესტ ჰემი, ტოტენჰემი – ჰალ სიტი

 

ბომბარდირები:

8 – დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

6 – ლუის სუარესი (“ლივერპული”), სერხიო აგუერო (“სიტი”)

 

1.                   არსენალი                                 9          7         1        1         20:9             22
2. ლივერპული 9 6 2 1 17:8 20
3. საუთჰემფტონი 9 5 3 1 10:3 18
4. ევერტონი 9 5 3 1 14:10 18
5. ჩელსი 8 5 2 1 14:5 17
6. სიტი 8 5 1 2 20:9 16
7. ტოტენჰემი 8 5 1 2 8:5 16
8. მანჩესტერი 9 4 2 3 14:12 14
9. ჰალი 8 3 2 3 7:9 11
10. ნიუკასლი 8 3 2 3 11:14 11
11. სუონსი 8 3 1 4 12:11 10
12. ვესტ ბრომვიჩი 9 2 4 3 8:10 10
13. ასტონ ვილა 9 3 1 5 9:12 10
14. ფულემი 9 3 1 5 9:12 10
15. კარდიფი 9 2 3 4 8:13 9
16. ვესტ ჰემი 8 2 2 4 8:8 8
17. სტოკი 9 2 2 5 6:10 8
18. ნორვიჩი 9 2 2 5 6:13 8
19. კრ.პალასი 9 1 0 8 6:19 3
20. სანდერლენდი 8 0 1 7 5:20 1

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.098696