ფეხბურთი

19:13 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუნიგა “ბარსელონასკენ” მიიწევს

შესაძლოა, იტალიური “ნაპოლის” ნახევარმცველმა ხუან კამილო სუნიგამ კარიერა კატალონიის “ბარსელონაში” განაგრძოს. Football Italia-ს ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ 27 წლის კოლუმბიელმა რაფა ბენიტესის გუნდი იანვარში დატოვოს.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთელი კლუბთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება. სუნიგას ნეაპოლელებთან მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. იტალიელებს ნახევარმცველის უფასოდ დათმობა არ სურთ და ტრანსფერს ზამთარში გეგმავენ.

რამდენადაც ცნობილია, “ბარსელონაში” თამაში სუნიგას ოცნებაა, რასაც ფეხბურთელი ხშირად ადასტურებს. ფლანგების გაძლიერებაზე უარს არც კატალონიელები იტყვიან.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095283