ავტოსპორტი

23:35 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუზი ვოლფმა ფორმულა გამოაცოცხლა

ყველა ელოდა სილვერსტოუნის პრაქტიკებს. არა იმიტომ, რომ მასზე რომელიმე გუნდისგან „მერსედესისთვის“ რეალური კონკურენციის გაწევას ელოდა ვინმე. არამედ იმიტომ, რომ ფ1-ში კვლავ დადგა (22-წლიანი პაუზის შემდეგ) ის დრო, როცა სარბოლი ავტომობილის საჭესთან ქალი დაჯდა. ამ ქალის სახელია სუზი ვოლფი და მან პირველ პრაქტიკაზე ვალტერი ბოტასი შეცვალა.

ბრიტანელმა ქალმა მრბოლმა ტრეკზე მხოლოდ 20 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, მან მხოლოდ ოთხი წრის გავლა მოასწრო, მერე კი ძრავში ზეთის წნევა დაეცა და იძლებული გახდა, გაჩერებულიყო. ბოლო ქალი მრბოლი, რომელმაც ფ1-ის რბოლის ამა თუ იმ ნაწილში მიიღო მონაწილეობა, იტალიელი ჯოვანა ამატია, რომელმაც 1992 წლის სეზონში, სამ ეტაპზე სცადა რბოლისთვის კვალიფიცირება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო ქალი მრბოლი, რომელმაც ფ1-ის რბოლაში მიიღო მონაწილეობა, იტალიელი ლელა ლომბარდია, რომელმაც 1974-1976 წლებში 12 რბოლაში იასპარეზა.

„ძნელი დღე იყო, მაგრამ ფორმულა ერთში ასეც ხდება ხოლმე. ძრავში ზეთის წნევა დაეცა და იძულებული გავხდი, გავჩერებულიყავი. როდესაც ჩაფხუტი დავიხურე, შესანიშნავ განწყობაზე დავდექი. პიტლაინი როცა დავტოვე, ყველაფერი კარგად იყო. სამწუხაროდ, მოკლე გარბენი გამომივიდა. მაგრამ მეორე შანსი ჰოკენჰაიმზე მომეცემა“, - განაცხადა შოტლანდიელმა, ვინც „მერსედესის“ შეფის, ავსტრიელ ბიზნესმენ ტოტო ვოლფის ცოლია.

კიდევ უფრო უარესი პრაქტიკა ჰქონდა ვოლფის თანაგუნდელ ფელიპე მასას, ვისთვისაც ბრიტანული ეტაპი კარიერაში მეორასეა. მას მოსახვევ სტოვის მახლობლად, კედელს მძლავრად დაეჯახა. ბედად, მასა ტრავმას გადაურჩა, რასაც მანქანაზე ვერ ვიტყვით. „კარგად ვარ, გარე კერბზე გავიარე, რამაც მოსახვევის შიგნით შემომაგდო“, - განაცხადა ბრაზილიელმა, ვინც ავსტრიაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ძრავის პრობლემა ლუის ჰამილტონსაც შეექმნა. ამის გამო, მან ვერ შეძლო სარბოლო სიმულაციის გავლა, თუმცა ორი სესიის ჯამში, მაინც საუკეთესო დროის ჩვენება მოასწრო. მას 0.228 წამით ჩამორჩა თანაგუნდელი ნიკო როსბერგი, რომელიც რვა რბოლის შემდეგ, ბრიტანელს 29 ქულით უსწრებს.

„ხდება ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, რატომ ემართება ასეთი რამ ჩემს მანქანას ხშირად? არ ვიცი, რბოლისას მანქანა როგორ იმუშავებს, მაგრამ მე ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ მესამე პრაქტიკაზე ხანგრძლივი გამოსვლები შევასრულო“, - ყვება ჰამილტონი, ვისაც როსბერგის ტელემეტრიის ანალიზის საშუალება მიეცემა, თუმცა ამბობს, რომ ეს ბევრ ვერაფერშ დაეხმარება, რადგან მათ რბოლის განსხვავებული სტილი აქვთ. “არაუშავს, ყველაფერი რიგზე იქნება“, - დასძენს ჰამილტონი.

 

ბრიტანეთის დიდი პრიზი

პირველი პრაქტიკა

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:35.424

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:36.155

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:36.263

4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:36.623

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:36.703

6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:36.921

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:36.963

8. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      1:37.175

9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              1:37.227

10. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1:37.231

11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:37.720

12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:37.910

13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:38.056

14. დანიელ ჯუნკადელა (ესპანეთი, ფორს ინდია)      1:38.083

15. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, ზაუბერი)       1:38.328

16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:38.917

17. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:39.461

18. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:39.814

19. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:40.597

20. რობინ ფრიინსი (ჰოლანდია, კატერჰემი)                1:42.261

21. სუზი ვოლფი (ბრიტანეთი, უილიამსი)                   1:44.212

22. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        დროის გარეშე

 

მეორე პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:34.508

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:34.736

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:35.244

4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:35.511

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:35.627

6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:36.016

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:36.228

8. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:36.299

9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:36.554

10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:36.583

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:36.671

12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:36.778

13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:36.951

14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:37.064

15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:37.097

16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:37.236

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:37.449

18. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:37.520

19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:38.658

20. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:39.068

21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:39.224

22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:39.762

 

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16281