ჭიდაობა

21:19 | 24.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

სხირელმა ლაიპციგის რვეული შეავსო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები 27-28 მაისს, ლაიპციგის მსოფლიოს თასზე გამოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გერმანიაში სრულ შემადგენლობას იახლებს. სავარაუდოდ, ამ განაცხადში შეყვანილ სპორტსმენთა უმეტესობა წლეულს, ევროპირველობაზეც გავა ხალიჩაზე. თუმც საბოლოო სიის დასახელება ჯერ მაინც ადრეა და შიდა კონკურენციაც გრძელდება.
ლაიპციგის განაცხადში შეყვანილი რვა სპორტსმენიდან ხუთი საქართველოს ჩემპიონია: ლევან როჭიკაშვილი (50 კგ), ლაშა ლომთაძე (55 კგ), ბექა პეტრიაშვილი (74 კგ), ალექსანდრე ამინაშვილი (84 კგ) და გიორგი ასლანიშვილი (120 კგ). დავით გალეგაშვილი (66 კგ) თებერვალში, ბათუმში ჩატარებულ საქართველოს პირველობაზე ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ზურაბ იაკობაშვილი(60 კგ) და ომარ გუსოშვილი (96 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
გერმანიაში სხირელის გარდა ნაკრებს ჯონი ლორიაც გაჰყვება. ქართულ დელეგაციაში ასევე იქნება ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ ჯორბენაძე, რომელიც მსოფლიოს თასზე მსაჯადაა მიწვეული.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094633