ფეხბურთი

21:31 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

თასის ფინალში თბილისის “დინამო” “ჩიხურას” შეხვდება

 

ოთხშაბათს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების საპასუხო ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ბოლნისში “სიონმა” კოკა მიკუჩაძის პენალტით 1:0 დაამარცხა “ჩიხურა”, მაგრამ რაკი საჩხერელებს პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული, ფინალშიც ისინი გავიდნენ.

მოგვიანებით თბილისის “დინამომ” რუსთავის “მეტალურგს” მიკელ ალვაროს დუბლით, ჩისკოს, ლევან ხმალაძისა და გიორგი მერებაშვილის გოლებით 5:0 მოუგო (პირველი თამაში 1:2) და 22 მაისს გადამწყვეტ მატჩში “მიხეილ მესხის” სტადიონზე ზემოიმერლებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093085