საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტურ ევროპირველობაზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი მედალი მოიპოვა. ზებედა რეხვიაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ მოპოვებულ ბრინჯაოს ნუგზარ ტატალაშვილმა ვერცხლი მიამატა.
ფინალში ტატალაშვილი თანაბარ ბრძოლაში, იუკოთი დამარცხდა სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან.
ცოტა ხანში 81 კილოგრამში ლევან წიკლაური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.







