საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა. ლაშა შავდათუაშვილმა კი ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა და მერვედფინალში გავიდა
ტატალაშვილმა ჩემპიონატი თურქმენეთის ნაკრების წევრ სამველ აირაპეტიანის ვაზარით ძლევით გახსნა. სომეხ არმენ ნაზარიანს ოთხ წუთში, უილეთოდ აჯობა, ჩრდილოკორეელ კუკ ჰიონ ჰონგთან კი დასანანი მარცხი იწვნია. ქართველი ძიუდოისტი მეორე წუთზე ვაზარზე დავარდა და ანგარიშის სათავისოდ შეტრიალება დიდი უპირატესობის მიუხედავად ვერ შეძლო.
ლაშა შავდათუაშვილმა განელ ემანუელ ნარტეის ორი შიდოთი მოუგო, მოზამბიკელი ედსონ მადეირაც უილეთოდ ჩამოიშორა - ორ წუთსა და 50 წამში მსაჯს ოთხჯერ გააფრთხილებინა. მერვედფინალში კი აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვს დაუპირისპირდება.







