ავტოსპორტი

5:21 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი პრაქტიკები სქელი ნისლის აკომპანიმენტით

ამერიკა ფორმულა ერთის სწრაფ ბიჭებსა და მანქანებს ისეთი სქელი ნისლით დახვდა, პირველი პრაქტიკის გადადება გახდა საჭირო. ნისლის გამო, ტრასაზე სამედიცინო და სამაშველო ვერტმფრენების დაჯდომა შეუძლებელი გახდა, რის გარეშეც, ორგანიზატორებმა სესიას მწვანე შუქი ვერ აუნთეს. მოგვიანებით, ნისლი გაიფანტა, მზემაც გამოანათა და რბოლაც დაიწყო, მაგრამ მალევე ისევ ვერტმფრენების პრობლემების გამო შეჩერდა.

მერე კი ოსტინის ტრეკს ბოლიდები შეესიენ და საბოლოოდ, საუკეთესო დრო ფერნანდო ალონსომ დააფიქსირა, ვისი ამერიკაში ასპარეზობაც ერთხანს კითხვის ნიშნის ქვეშ იყო - ესპანელმა აბუ დაბიში რბოლისას ზურგი იტკინა, როცა მანქანა მაღალ სიჩქარეზე კერბებზე გადაატარა და უზარმაზარი ვერტიკალური გადატვირთვა მიიღო. თუმცა, ხუთშაბათს ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ, რბოლაში გამოსვლის უფლება მისცა.

ცხრილში მისთვის უჩვეულო, მე-18 ადგილი დაიკავა მსოფლიოს აწ უკვე ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, რომელმაც შარშანდლი რბოლა პოულიდან დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ფინიშთან მას ლუის ჰამილტონმა მიასწრო. ფეტელს რეალური შანსი აქვს, ზედიზედ მერვე რბოლა მოიგოს, რისთვისაც ერთ სეზონში აქამდე ვერავის მიუღწევია.

ფეტელმა და მისმა თანაგუნდელმა მარკ ვებერმა მეორე სესიაზე გაილაღეს და ორი საუკეთესო დრო დააფიქსირეს. მათ შორის სხვაობა სულ რაღაც 0.115 წამი იყო. ამჯერადაც მესამე დრო ჰქონდა ნიკო როსბერგს, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ჰამილტონი. ალონსო აამჯერად მეათე ადგილს დასჯერდა.

კარგად იასპარეზა „ლოტუსში“ კიმი რაიკონენის მანქანაზე მჯდარმა ჰეიკი კოვალაინენმა, ვისაც მეორე სესიაზე მეხუთე დრო ჰქონდა. ამით კი კმაყოფილი დატოვა „ლოტუსი“, რომელიც კონსტრუქტორთა პირველობაზე საპრიზო სამეულში მოსახვედრად იბრძვის, რასაც მისთვის მილიონობით დოლარის მოტანა შეუძლია, რაც ასე აკლია გუნდის ბიუჯეტს.

 

აშშ-ის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:38.343

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:38.371

3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:38.388

4. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                1:38.532

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:38.657

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:38.979

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:39.005

8. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:39.083

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:39.158

10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:39.200

11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               1:39.238

12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:39.256

13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                 1:39.487

14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1:39.699

15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:39.836

16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:39.863

17. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                1:40.065

18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)           1:40.662

19. ალექსანდერ როსი (აშშ, კატერჰემი)                      1:41.399

20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:41.605

21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:42.054

22. როდოლფო გონსალესი (ვენესუელა, მარუსია)      1:43.716

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:37.305

2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:37.420

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:37.785

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:37.958

5. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                  1:38.073

6. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                1:38.229

7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:38.254

8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:38.255

9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:38.269

10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)               1:38.461

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:38.719

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                        1:38.938

13. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                    1:38.941

14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:39.246

15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:39.410

16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:39.512

17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:39.579

18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:39.784

19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:40.376

20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:40.563

21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:46.226

22. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:47.009

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162703