ჭიდაობა

19:50 | 8.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალმა ჭაბუკებმა ბაქოს ოცეული ჩამოწერეს

ახალ სეზონში ქართველ მოჭიდავეთაგან ხალიჩაზე პირველები თავისუფალი სტილის მიმდევარი ჭაბუკები გავლენ. 15-17 იანვარს, ბაქო, მუშვიგ ისაევის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც მიიღებს.
თამაზ ბენდიანიშვილის გაწვრთნილი გუნდი აზერბაიჯანში 14 იანვარს გაფართოებული შემადგენლობით უნდა გაემგზავროს. წინასწარი განაცხადი უკვე ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაშიც დევს, მაგრამ უახლოეს დღეებში შესაძლოა მცირე კორექტივები მაინც მოხდეს.
ბენდიანიშვილს ბაქოში ასისტენტად ამირან მაისურაძე გაჰყვება. მწვრთნელთა და მოჭიდავეთა გარდა, ქართულ დელეგაციაში მსაჯი გია კოტიშაძეცაა, რომელიც ტურნირს მოემსახურება.
აქვე 15 კაციანი განაცხადიც: 42 კგ – ბექა ბუჯიაშვილი, 46 კგ – შოთა ფარტენაძე, 50 კგ – ლევან ცალქალამანიძე, 54 კგ – ლაშა ბიტარაშვილი, 58 კგ – კახა ელბაქიძე,   დავით ბუზიაშვილი, 63 კგ – ირაკლი მოსიძე, 69 კგ – ლაშა გიგაშვილი, ნოდარ აფხაზიშვილი, შალვა ჭადაშვილი, 76 კგ – დათა ნანავა, იაკობ პეტრიაშვილი, 85 კგ – ლევან ანზორის-ძე გოგრიჭიანი, 100 კგ – ლევან თენგიზის ძე გოგრიჭიანი, გიორგი კაკაურიძე.
ფედერაციაში დამატებითი ოთხკაციანი სიაც წარდგენილია. რამაზ დარჩიძე (46 კგ), ბექა სურმანიძე (50 კგ), რაუფ შაკულოღლი (54 კგ) და დავით გოგრიჭიანი (69 კგ) ეგრეთწოდებულ სათადარიგო განაცხადში არიან შეყვანილები და შესაძლოა, თხუთმეტეულის წევრების მათით ჩანაცვლებაც გადაწყდეს. ბაქოში წამსვლელი სია უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.173064